ლას ვეგასში, UFC 317-ზე, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ვიდეო: ნოკაუტი ორ წუთში – ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია
ცნობილი ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ ოლივეირასთან გამარჯვებით თოფურიამ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
UFC-ზე გამარჯვება ტიტულთან ერთად, სოლიდურ შემოსავლებთანაც ასოცირდება. ასე მაგალითად, 2024 წლის თებერვალში როცა თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქამარი მოიპოვა 482 ათასი დოლარი გამოიმუშავა ოქტომბერში კი მან მაქს ჰოლოვეის დამარცხებითა და ტიტულის შენარჩუნებით დაახლოებით 3.9 მილიონი დოლარი მიიღო. ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე Marca წერს, რომ დღევანდელი გამარჯვებით ილია თოფურია მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს და შესაძლოა, 4 მილიონსაც კი მიაღწიოს.
ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.
დიდი მადლობა საქართველოს: რა თქვა ილიამ ბრძოლის შემდეგ და ახლა რაღა უნდა
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings