in

რამდენი არ ეცადა, მაგრამ მაინც ვერ გაიტანა: მეცი კონკურენტთან დამარცხდა

ვერ არის გიორგი მიქაუტაძის „მეცის“ საქმე კარგად. რა ხანია გუნდს ვერ მოუგია. ერთადერთი წინა ტურში „მარსელს“ ფრედ ეთამაშა და ეგ 1 ქულა შემატა ბოლო პერიოდში აქტივს. მანამდე სულ აგებდა და თან უშუალო კონკურენტებთანაც. ასე მოხდა ახლაც. „მეცი“ ესტუმრა ასევე გადარჩენისთვის მებრძოლ „მონპელიეს“ და 0:3 წააგო.

ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა.
ჩვენიანს შანსიც ჰქონდა. სწრაფი კონტრშეტევისას მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ შეყოვნდა, მეტოქემ მიუსწრო და დარტყმა დაბლოკა. ზოგადად გიორგი აქტიურობდა. პირველ ნახევარში კიდევ სამჯერ სცადა გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა.

მეორე ნახევარში „მონპელიემ“ ანგარიში გაზარდა, „მეცმა“ შეტევით უპასუხა და ისევ მიქაუტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია. მერე კიდევ მიეცა შანსი გიორგის, მაგრამ ისევ მცველმა დაუბლოკა, თუმცა მაინც თამაშგარე დაფიქსირდა.

0:3 წაგების კვალობაზე მიქაუტაძის შეფასებები ცუდი არ არის: sofascore – 7.2, flashscore – 6.9, whoscored – 6.5.

მონპელიე – მეცი 3:0
გოლები: 1:0 სილა (4), 2:0 სანიანი (50), 3:0 სავანიე (86, პენ)

„მეცი“ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და სულ უფრო შორდება თუნდაც გადათამაშების ადგილს (მინუსს 5 ქულა). მომდევნო ტურში, „მეცი“ 23 თებერვალს „ლიონს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენი მიიღეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებისთვის

ვიდეო: ნაკრებს შენგელია და ამერიკელი ჯო ტომასონი შეუერთდნენ