მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი დამარცხებულია. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე (-67 კგ) პირველ შეხვედრაში მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს კუბელ ისმაელ ბორეროს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
შეხვედრა კუბელისთვის კარგად დაიწყო. თანაბარი ჭიდაობის დროს, მსაჯებმა აქტიურობისთვის უპირატესობა კუბელს მიანიჭეს და ზოიძეს შემჩნევა მისცეს. ბორერომ ჭიდაობის ჩოგჯენში გაგრძელება აირჩია, მაგრამ ქართველმა პარტერში კარგად დაიცვა თავი.
მეორე პერიოდში, უკვე რამაზი უფრო აქტიური იყო და პასიურობისთვის ბორეროს მიაღებინა შემჩნევა. მართალია, რამაზმა ჩოგჯენის უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო, მაგრამ მან 2 ქულიან გდებაზე შეძლო მეტოქის
გადაყვანა და დღის მთავარი სენსაციაც გამოაცხო.
GIPHY App Key not set. Please check settings