in

რაიოლას შეგონებები და რა არის ბარსელონა: ამბები მოკლედ ფრაზებში

მინო რაიოლა სუპერლიგაზე: „მათ, ვინც პროტესტი გამოთქვა, ნბა ეზიზღებათ? რა, „ფორმულა 1“ – ღია ტურნირია? ჩემპიონთა ლიგამ და ფინანსურმა ფეარ-პლეიმ უზარმაზარი სხვაობა გააჩინა კლუბებს შორის“.

რაიოლა: „ფერარის“ მანქანა „ფორმულა 1“-შიც ჰყავს და „ლე მანის 24 საათიან“ რბოლაზეც. რატომ არ შეუძლია „რეალს“ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და სუპერლიგაშიც?

რაიოლა: „აგენტები სჭირდებათ ფეხბურთელებს და კლუბებს. ეს იგივეა თვითმფრინავი იყიდო და პილოტი არ დაიქირავო“.

ედ ვუდვორდი: „მანჩესტერი არ გეგმავს სუპერლიგის გეგმებს დაუბრუნდეს. ჩვენ კარგი გაკვეთილი მივიღეთ“.

სულშერი ფანების პროტესტზე: „მნიშვნელოვანია, რომ მათი აზრი მოისმინონ. მიხარია, რომ კლუბებმა უარი თქვეს სუპერლიგაზე“.

ანდრე შევჩენკო: „ვცხოვრობ ლონდონში, ცოლი ამერიკელია, შვილებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ ჯერ ისევ ღრმად უკრაინელი ვარ“.

რაიოლა ჰაალანდზე: „რეალს“ ფული აქვს. „ბარსელონა“ – რთულადაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის“.

იურგენ კლოპი: „ლივერპული“ ვალდებულია „მანჩესტერს“ მოუგოს (თამაში კვირასაა). თუ ვერ მოვიგეთ, ევროთასებზე მოხვედრის შანსს დავკარგავთ“.

ფილიპ ლამი: „გვარდიოლასთან მუშაობამ მესი უკეთესი გახადა. პეპმა მისთვის პოზიცია მოიგონა“.

პირლო შვილის მიმართ მუქარაზე: „ვწუხვარ, მაგრამ მან არ უნდა მიაქციოს ყურადღება მათ, ვინც კლავიატურის მიღმა იმალება“.

მოურინიო მუშაობაზე: „დაველოდები შესაბამის კლუბს და კულტურას, მე შვებულებაში ვარ“.

ტიაგო ალკანტარა: „ბარსელონა“ – ცხოვრების სკოლა უფროა, ვიდრე ფეხბურთი. ადრეული ასაკიდან იქ გასწავლიან მეტოქის პატივისცემას და ყველასი, ვინც გვერდითაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილის იდეალური თამაში და ახლოს მორიგ ტიტულთან: ნიკა ფინალშია

ვიდეო: ქართველი ნინძა შეუჩერებელია – ჭიკაძემ სვანსონი ერთ წუთში დაანოკაუტა