in

რადროს ტრანსფერებია, მაგრამ რეალმა ბელინგემის ალტერნატივას მიაგნო

გამოცემა “FICHAJES” გვატყობინებს, რომ მადრიდის “რეალმა” ჯუდ ბელინგემის შემცვლელს მისსავე მიწაზე, ინგლისში მიაგნო და ეს ფეხბურთელი “ლესტერის” საყრდენი, იური ტილემანსია.

გამოცემის ცნობას კი “GOAL.COM” ამოწმებს, რაც კიდევ უფრო დამაინტრიგებელია. საქმე იმაშია, რომ ჯუდ ბელინგემმა ცოტახნისწინ სტივენ ჯერარდი კერპად დაასახელა, შესაბამისად, მისი სამსახურით გამალებით დაინტერესებულ “ლივერპულს” საქმე გაუიოლდა.

ჰოდა, ლოს ბლანკოსს ნახევარმცველი სჭირდება და გეგმა ბ, სწორედ ტილემანსია, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება. 25 წლის ბელგიელი კი ამ სეზონში ჯეიმს მედისონთან ერთად იშვიათი ნათელი წერტილია. მის აქტივში 3 გოლი და 1 ასისტია.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ტილემანსი მუნდიალზე დღეს ჩაერთვება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა ერნანდესისთვის მუნდიალი დასრულდა

კომპანი: რონალდუ? არა, გუნდში მორბენალი ხალხი მჭირდება