in

რაგბი მორაგბეებს! კობახიძის გავლენა რაგბისაც გადაწვდა?!

ქართულ რაგბიში დაძაბული და გაურკვეველი ვითარება გრძელდება. საქართველოს რაგბის კავშირი 10 თვეა თავკაცის გარეშეა დარჩენილი. საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ, 2020 წლის იანვარში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პრეზიდენტობის ორი კანდიდატის ლაშა (ბაჩო) ხურციძისა და ირაკლი აბუსერიძის განცხადების საფუძველზე არჩევნები გადაიდო. 2020 წლის 24 თებერვალს კი, კლუბების უმრავლესობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც ქვორუმი არ შედგა, არჩევნები ჩაიშალა. ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაშლილი სააარჩევნო ყრილობა 24 თებერვლიდან არა უადრეს 10 დღეში და არა უგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციით მიმართა ყველა სპორტულ ფედერაციას, რომ არჩევნები სიტუაციის დარეგულირებამდე გადადებულიყო.

არეულობა რაგბის კავშირში: რეესტრმა აბუსერიძის რეგისტრაცია შეწყვიტა

რაგბის კავშირის მოქმედმა გამგეობამ და რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული რეკომენდაციები გაითვალისწინა და საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს ჩანიშნა. ამ არჩევნების ჩანიშვნას წინ უძღოდა პრეზიდენტობის კანდიდატის ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადება, რომელშიც იგი ითხოვდა რაგბის კავშირის “გადადებული არჩევნების” დროულად ჩატარებას, რადგან მისი აზრით პროცესის გაწელვა ძალიან დააზიანებდა ქართულ რაგბის. მაშინდელმა გამგეობამ და აბსოლუტურად ყველა კლუბის წარმომადგენელმა, მათ შორის იმ კლუბების წარმომადგენლებმაც, რომლებიც ახლა 30 დეკემბრის არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ, 7 დეკემბრის განცხადებაში აწერდა ხელს არჩევნების დანიშვნას. 2020 წლის 16 დეკემბერს კი, გამგეობამ სარაგბო კლუბ “ლელო სარასენსის” ბაზაზე გამგეობის ახალი სხდომა ჩანიშნა, რომელშიც ლაშა (ბაჩო) ხურციძე აღნიშნული არჩევნების გადადებას ითხოვდა და ეს გამგეობის წევრები უკვე, ამას ემხრობოდნენ. “ლელო სარასენსის” ბაზაზე ჩანიშნული გამგეობა კი, გაძლიერებული პოლიციის თანხლებით მიმდინარეობდა, ისე რომ, პრეზიდენტობის კანდიდატი და გამგეობის მოქმედი წევრი გოჩა სვანიძე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ბოლო მომენტამდე არ შეუშვას. ლაშა (ბაჩო) ხურციძე კი, აღნიშნულ გამგეობის სხდომაზე, რომელიც მისავე განცხადებას განიხილავდა, არ გამოცხადდა.

2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა განხორციელდა. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალურ კლუბს დაფინანსების და გაზის ჩაჭრითაც კი დაემუქრნენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. საპრეზიდენტო არჩევნებში 31 ხმა მიიღო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩა. ლაშა (ბაჩო) ხურციძემ ეს არჩევნები საჯარო რეესტრში გააპროტესტა, რადგან ის მიიჩნევდა, რომ რაგბის კავშირში უნდა ჩატარებულიყო ახალი რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა და არა გადადებული არჩევნები. საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტად რეგისტრაცია შეაჩერა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 4 თებერვალს, როდესაც საჯარო რეესტრმა აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა გამართა, ლაშა(ბაჩო) ხურციძემ ამჯერადაც ბოიკოტის რეჟიმი გამოიყენა. ეს უკვე, ხურციძის მესამე ბოიკოტია.

ხურციძე ისევ ბოიკოტის რეჟიმში: რაგბი თუ პოლიტიკა

მანამდე, სანამ საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძის საჩივარს განიხილავდა და საბოლოოო გადაწყვეტილება არ იყო ცნობილი, რაგბის კავშირის ძველმა გამგეობამ სხდომა გამართა, რომელზეც ახალი რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა ჩაინიშნა. ვეტერანი, ლეგენდარული ქართველი მორაგბეების აზრით, ეს იყო ქართული რაგბის სირცხვილი, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პრიორიტეტული სპორტის სახეობა ვერასდროს ჩამოირეცხავს.

ვეტერანი მორაგბეები და ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები რაგბის კავშირის არჩევნებში პოლიტიკურ ჩარევაზე საუბრობენ. კონკრეტულად, რაგბის კავშირის გამგეობის ყოფილი წევრი გახლავთ გიორგი კობახიძე (ირაკლი კობახიძის მამა); ალექსანდრე გრიგალავა (მარტვილის მერი), რომლებიც საკუთარი პოლიტიკური გავლენების გამოყენებას ცდილობენ და მუნიციპალური კლუბები ტერორში ყავთ. საჯარო რეესტრზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე და რეესტრის მხრიდან საკუთარი კომპენტეციის გადამეტებაზე საუბრობს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

“ეს იყო აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება. იურისპრუდენციაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება მაქვს და ბევრ საქმეზე მიმუშავია. ჩემი იურდიული გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ საჯარო რეესტრი ძალიან გაცდა საკუთარ კომპეტენციას. 24 თებერვალს ჩანიშნული არჩევნები კი, არალეგიტიმურია. ქართულ რაგბიში არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენებს იყენებენ და ეს ყოვლად დაუშვებელია. სპორტის ავტონომია უნდა იყოს უმაღლესი და მასში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს”, – ამბობს გოჩა სვანიძე.

საჯარო რეესტრის უკანანო გადაწყვეტილებაზე საუბრობს საქართველოს ნაკრების ექს–კაპიტანი და არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე.

“საჯარო რეესტრი გაცდა თავის კომპეტენციას და მოირგო მოსამართლის მანტია. 21 თებერვლამდე ჰქონდა საჯარო რეესტრის იურიდიულ დეპარტამენტს განხილვის საშუალება, მაგრამ შაბათ-კვირას დაჩქარებულად იმუშავეს და უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს. სახელმწიფო არ ერევა ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენებში. ერევა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყენებენ პოლიტიკურ ზურგს და გავლენებს, რომ ქართულ რაგბიში პრივილეგია არ დაკარგონ. ჩვენ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. სიმართლე ჩვენს მხარესაა. რაგბი მორაგბეებს და არა ჩინოვნიკებს!” – ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

ქართული რაგბი ისევ თავკაცის გარეშეა: საჯარო რეესტრმა ახალი პრეზიდენტი არ დაარეგისტრირა

ჩვენ, ასევე შევეცადეთ კომენტარი ჩაგვეწერა პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატ ბაჩო ხურციძესთან, მაგრამ ის და მისი გუნდის წევრები ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.

საბოლოოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა კრიზისშია, მაშინ, როდესაც მსოფლიო თასამდე ორ წელიწადზე ცოტა მეტია დარჩენილი, ბორჯღალოსნებს ისევ დროებითი მწვრთნელი ყავს.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რაგბი მორაგბეებს ეკუთვნით და ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შტორმის დასაწყისი? რა სჭირდება ლივერპულს

ვიდეო: კვარაცხელიას ულამაზესი გოლი