in

რაგბი ევროპის არაოფიციალური კალენდარი: პორტუგალიით ვიწყებთ და ესპანეთით ვამთავრებთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2022 წლის თებერვალ-მატში “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” გათამაშებაში ჩაერთვება და მის კიდევ ერთხელ მოგებას შეეცდება.

ტურნირის კალენდარი ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა, მაგრამ პორტუგალიურ მედიაში კალენდარის არაოფიციალური ვერსია გავრცელდა, რომელიც, როგორც წესი, ოფიციალურს ემთხვევა ხოლმე.

ამ კალენდრის მიხედვით, “ბორჯღალოსნები” ტურნირს პორტუგალიასთან საშინაო მატჩის დაიწყებენ. პირველი ტურის შეხვედრები 5-6 თებერვალსაა დაგეგმილი. მეორე ტურში საქართველო ნიდერლანდებს ეწვევა (12-13 თებერვალი).

ორი ტურის შემდეგ, ტურნირზე ორკვირიანი პაუზა იქნება და მესამე ტურის მატჩები 26-27 თებერვალსაა დაგეგმილი. მესამე ტურში “ბორჯღალოსნები” რუსეთს უმასპინძლებენ. რუსეთის შემდეგ, 12-13 მარტს რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის თასზე რუმინელ “მუხებს” ვეთამაშებით. ტურნირს კი, 19-20 მარტს ესპანეთთან საშინაო მატჩით დავასრულებთ.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტურნირი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიცააა. საქრთველოს ნაკრებს 5 მოგება აქვს და 24 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე-მესამე ადგილებს რუმინეთი და პორტუგალია იყოფებ. რუსეთი მათ ოქრი ქულით ჩამორჩებათ. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, მსოფლიოზე პირველი და მეორე ადგილოსანი გუნდები ავტომატურად გადიან, მესამე ადგილოსანი კი პლეი-ოფს ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დარეგისტრირდა

თენგო გაზდელიანი პარა-მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა