„პარი სენ ჟერმენი“ მთლად გადავიდა ჭკუიდან და ისეთ რაღაცეებს ეპოტინება, აქამდე რომ წარმოუდგენელი ჩანდა. მესის წაყვანის შემდეგ პარიზელთა შემტევი ტრიო რა გახდა – მესი-ნეიმარი-მბაპე. სიტყვები ზედმეტია კი არა, წარმოდგენაც შეძრავს ნებისმიერ მეტოქეს. მაგრამ ეს არ ყოფილა პარიზელთა საბოლოო წერტილი – პსჟ მომავალ ზაფხულს კრიშტიანო რონალდოსთან გააფორმებს კონტრაქტს, ირწმუნება As.
პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ იცის, რომ მბაპე აღარ მოაწერს ხელს კლუბთან ახალ ხელშეკრულებას. მიუხედავად ამისა, ის კილიანს მაინც არ გაუშვებს „რეალში“ 2022 წლამდე, სანამ კონტრაქტის ვადა ამოიწურება.
პსჟ-სთვის ეს ფულის საკითხი არ არის.
წყარო ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილია მბაპეს პსჟ-ში რონალდო შეცვლის, რომლის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ ასევე მომავალ ზაფხულს იწურება.
ალ-ხელაიფის ყოველთვის სურდა, რომ რონალდოს, ნეიმარს და მესის მის გუნდში ეთამაშათ. დაგეგმილია, რომ პორტუგალიელი, რომელიც იმხანად უკვე 37 წლის იქნება, 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
GIPHY App Key not set. Please check settings