გიორგი მიქაუტაძემ უიღბლო სერია უკან მოიტოვა და „ლიონში“ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა „ოსერის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ეს მისთვის ახალ გუნდში პირველი გოლებია.
მე-9 ტურის მატჩში მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად დადგა და 78-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგიმ 41-ე წუთზე პენალტი მოიპოვა. მომენტი VAR-ზე გადაამოწმეს, მაგრამ ეს იმდენს ხანს გაიწელა, რომ, პირველ ტაიმს 15 წუთი დაემატრა. მიქაუტაძემ ცენტრში დაარტყა და გაიტანა.
ამის შემდეგ ჩვენიანმა კიდევ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
62-ე წუთზე მიქაუტაძემ საიდ ბენრაჰმას ჩაწოდების შემდეგ თავით კუთხიდან, ძელთან მყოფმა შორეულ კუთხეში შეაგდო და გუნდი ისევ წინ გაიყვანა.
ლიონი – ოსერი 2:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (45+5, პენ), 1:1 დიომანდე (47), 2:1 მიქაუტაძე (62), 2:2 ტრაორე (72)
„ლიონი“ 14 ქულით მე-7 ადგილზეა და 2 ნოემბერს გასვლაზე „ლილს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings