in

ჟოზემ სამსახური იშოვა: 11 წლის შემდეგ განსაკუთრებული იტალიაში ბრუნდება

ჟოზე მოურინიო 2021/22 წლების სეზონიდან “ჯალოროსის” ანუ “რომას” მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. იტალიური კლუბის ვებგვერდმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. პორტუგალიელი პაოლო ფონსეკას შეცვლის, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ჟოზე მოურინიო იტალიაში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ის სერია A-ში 2008-2010 წლებში მილანის “ინტერს” ავარჯიშებდა, რომელსაც ორჯერ სკუდეტო, თითოჯერ იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ჟოზემ “რომასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

“კლუბია მოხარულია აცნობოს, რომ მიღწეულია შეთანხმება ჟოზე მოურინიოსთან იმის თაობაზე, რომ ის ჩვენი ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება”, – ნათქვამია “რომას” ინსტაგრამზე.

კომენტარი გააკეთა თავად განსაკუთრებულმაც:
“მადლობა, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეთ, რათა ამ დიდ კლუბს ვუხელმძღვანელო და მისი ნაწილი გავხდე. მფლობელებთან შეხვედრისთანავე მივხვდი მათი ამბიციების თაობაზე. ეს ისეთივე ამბიცია და დრაივია, რაც მუდამ მმატებდა მოტივაციას. ერთად გვინდა, რომ წარმატებული პროექტი ავაშენოთ.

“რომას” გულშემატკივრების არაჩვეულებრივმა ვნებამ დამარწმუნა ამ სამუშაოს დავთანხმებულიყავი. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი”.

მოურინიომ მუშაობა რადიოში დაიწყო

პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლოს ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო ამ ცოტა ხნის წინ დაითხოვეს. ჟოზეს კარიერის განმავლობაში “პორტოში”, “ჩელსიში”, “რეალში”, “მანჩესტერ იუნაიტედში”, “ლეირიასა” და “ბენფიკაში” უმუშავია.

კიდევ გამაგდეთ რა – მოურინიომ სამსახურის დაკარგვით 100 მილიონი იშოვა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს და ღამე აეროპორტში გაათენა

გერმანული ტრიუმფის შემდეგ, ბასილაშვილი მადრიდში დამარცხდა