in

პსჟ 1/4 ფინალში გავიდა, ხვიჩამ სრულად ითამაშა და საუკეთესო შეფასება მიიღო

Khvicha KVARATSKHELIA of Paris Saint Germain during the French Cup match between Le Mans and Paris Saint-Germain at Stade Marie-Marvingt on February 4, 2025 in Le Mans, France. (Photo by Daniel Derajinski/Icon Sport)

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასზე რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელს, „ლე მანს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა.

როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელმა დაისვენა. თუმცა ხვიჩა ძირითადში იყო და ბოლომდეც ითამაშა.

ჩვენიანი შეტევების გამწვავებას ცდილობდა, მისი პასებით პარიზელებს გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ. თვითონაც დაარტყა კარში, მაგრამ მიზანს ააცილა.
მან რამდენიმე ლამაზი ეპიზოდიც შექმნა.

შეფასებები: Flashscore – 7.4; Sofascore – 8.1 (საუკეთესო შეფასება ორივე გუნდში).

ლე მანი – პსჟ 0:2
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 ბარკოლა (71)

მომდევნო მატჩს პსჟ 8 თებერვალს ჩაატარებს. ლიგა 1-ის 21-ე ტურში „მონაკოს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას 10 თებერვლიდან დაიწყებს

გოგლიჩიძე შესაძლოა გალათასარაიში გადავიდეს