ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი შოთა არველაძე და თანამემამულეს წარმატები უსურვა და იწინასწარმეტყველა, რომ მეტს მიაღწევს, ვიდრე სხვა სახელგანთქმულმა ფეხბურთელებმა ამ კლუბში.
„ხვიჩას თამაშის სტილმა და ევროპაში მისმა გაბრწყინებამ, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვამყოფა აღფრთოვანებაში და მიხარია, რომ ისეთ კლუბში ითამაშებს, სადაც მის სტილსა და უნარებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუის ენრიკე თანამედროვეობის გამორჩეულად ძლიერი სპეციალისტია და მასთან, კვარა კიდევ უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდება.
იმისდა მიუხედავად, რომ ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმა, ვფიქრობ პსჟ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს და დარწმუნებული ვარ ამას მალე ერთად ვნახავთ.
კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს. ვულოცავ შენს დიდ ოჯახს, და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფერში. ველოდებით გაბრწყინებას!“
GIPHY App Key not set. Please check settings