in

პსჟ-ს ფრანგული რეკორდი: მე-11 ჩემპიონობა და ტაში მბაპეს, რომელმაც გოგონა დაასისხლიანა

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. სარეკორდოდ – მეთერთმეტედ.

37-ე ტურში პარიზელებმა 1:1 ითამაშეს „სტრასბურგთან“, რაც საკმარისი აღმოჩნდა.

ეს ტროფეი საფრანგეთისთვის სარეკორდოა, რადგან 11-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი არავინ გამხდარა.

„სენტ ეტიენს“, რომელიც ჩემპიონი ბოლოს 1981 წელს იყო, 10 ტიტული აქვს. „მარსელს“ – 9 (ბოლო 2010 წელს).

„მონაკო“ და „ნანტი“ 8 ჩემპიონობით იწონებენ თავს, „ლიონს“ 7-ჯერ მოუგია და თან ყველა ზედიზედ.

აი პსჟ-მ კი მეცხრედ მოიგო ჩემპიონატი ბოლო 11 სეზონში.

2011 წლის მაისში კლუბი იყიდა ყატარის ფონდმა Qatar Sports Investments-მა. მას შემდეგ პსჟ მხოლოდ სამჯერ ვერ გახდა ბოლო 12 სეზონში ლიგა 1-ის გამარჯვებული: 2011/12 წლების სეზონში „მონპელიემ“ გაასწრო, 2016/17 წლებში – „მონაკომ“ აჯობა, ხოლო 2020/21 წლების სეზონში „ლილმა“ ივაჟკაცა.

„სტრასბურგთან“ მატჩში ერთი ინციდენტი მოხდა. კილიან მბაპეს დარტყმული ქალ გუlშემატკივარს მოხვდა, რომელსაც სისხლი წასკდა.

ფორვარდი მატჩის წინ ხურდებოდა, როდესაც ბურთი სახეში მოარტყა ტრიბუნაზე მყოფ გოგონას. მას სისxლი ცხვირიდან წამოუვიდა.

ფეხბურთელმა ვარჯიში შეწყვიტა, დაზარალებულთან ექიმებთან ერთად მივიდა და დახმარების აღმოჩენის ადგილამდე მიაცილა. მაყურებელი ამას ტაშით შეხვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გახდება მიქაუტაძე წლის საუკეთესო ფეხბურთელი: დღეს გავიგებთ

მესიმ 43-ე ტიტული მოიგო: ლეომ კრიშტიანოს გადაასწრო და ტოპების რეკორდსმენია