in

პსჟ-ს პრიორიტეტი ხვიჩაა და ბევრად დიდ ხელფასს სთავაზობს: კვარას პარიზული ამბები

ვიქტორ ოსიმენს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება უნდა, მაგრამ ჯერ მისი კონტრაქტის 130 მილიონად გამოსყიდვის სურვილი არავის არ გამოუთქვამს.

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ოსიმენის შეძენა პსჟ-ს სურს, თუმცა მათთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასზე ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელით “ჩელსი” და “არსენალი” არიან დაინტერესებული, მაგრამ ჯერ “ნაპოლისთვის” წინადადებით არცერთს არ მიუმართავს.

აღნიშნულია, რომ თუ ვიქტორი “ნაპოლიში” დარჩა, კლუბს მისი წლიური გასამრჯელო, 10 მილიონი ევრო მძიმე ტვირთად დააწვება, მით უმეტეს გუნდი ევროტურნირების გარეშე დარჩა და შემოსავალიც შეუმცირდება.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ კონტრაქტის დეტალებზე წერს, რომელსაც პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას სთავაზობს.

ფრანგული გუნდი მზადაა, ჩვენებურს 2029 წლამდე გაუფორმოს კონტრაქტი და სეზონში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, თანაც ამას ბონუსებიც დაემატება.

ინფორმაციისთვის, ქართველის ამჟამინდელი ხელფასი “პარტენოპეიში” 1,5 მილიონი ევროა. “ნაპოლი” ხვიჩას კონტრაქტის ასევე 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს. მისი გასამრჯელო 4 მილიონი ევრო გახდება და ამას 1 მილიონი ბონუსებით დაემატება.

პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხალაიფმა ესპანურ გამოცემა Marca-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ კლუბში ახალი ერა იწყება, რომელსაც სათავეში ბრწყინვალე მწვრთნელი ლუის ენრიკე უდგას.

“ჩვენთვის ახალი ეპოქა და გამოწვევები დადგა. მადლობელი ვართ ყველა ვარსკვლავის, მბაპეს, მესის, ნეიმარის. დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთეს.

შესანიშნავი სეზონი გვქონდა, ვფიქრობ მოსალოდნელზე უკეთესიც და ხელი მხოლოდ ბოლო ორმა მარცხმა შეგვიშალა.

პსჟ ამჟამინდელ შემადგენლობაზეა კონცეტრირებული, რომელსაც სათავეში ბრწყინვალე მენეჯერი ლუის ენრიკე უდგას”, – თქვა ალ-ხალაიფმა.

მსოფლიო წამყვანი სპორტული პრესის ინფორმაციით, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად ბრძოლას განაგრძობს და დანებებას არ აპირებს.

Foot Mercato-ს ცნობით, შეთავაზებამ 100-დან უკვე 120 მილიონ ევროზე აიწია. “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჯერ პარიზელებს არ სთანხმდება, კონტრაქტის გახანგლძრივებაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს და თუ შეთავაზება 150 მილიონამდე გაიზარდა, სავარაუდოდ, ხვიჩას გაყიდის.

აქვე გეტყვით, რომ “პარტენოპეის” მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდში უკვე პირველი ტრანსფერის გაჩარხვას სცდილობს და ეს კლუბის ახალ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას დაავალა.

კონტეს “მარადონაზე” თავისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელის რომელუ ლუკაკუს მიყვანა უნდა, რომელიც ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი უნდა გახდეს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამას პირველად ვამბობ… მაისური კი არა, აბჯარი მაცვია: წნეხი არ გვინდა

ფეხბურთელებმა საუკეთესო ფეხბურთელები და ცუდი მწვრთნელები დაასახელეს