in

პსჟ-ს ბოსებმა პირველი მსხვერპლი შეარჩიეს – ლიგიდან გავარდნა და მბაპეს უფასოდ წასვლა სხვა გზას არ ტოვებს

ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ მარცხი პსჟ-ს სტრუქტურაში სერიოზული საკადრო ცვლილებების სიგნალი გახდა.

ფრანგული გრანდის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეუდგა ახალი სპორტული დირექტორის ძიებას ლეონარდოს სანაცვლოდ. ამაზე AS წერს.

სამი წლის განმავლობაში ბრაზილიელმა მთავარი დავალება ვერ შეასრულა – ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. წლევანდელი სეზონი მორიგი იმედგაცრუება გახდა. ზაფხულში განხორციელებული უდიდესი შენაძენების მიუხედავად, გუნდი 1/8 ფინალზე გაჩერდა. კილიან მბაპეს უფასოდ დაკარგვის საშიშროებამ კი საბოლოოდ შეარყია ლეონარდოს პოზიცია.

პსჟ-ს ბოსებმა ახალი ფავორიტი შეარჩიეს – ფაბიო პარატიჩი. თუმცა იტალიელი სულ ცოტა ხნის წინ შეუდგა სამსახურს „ტოტენჰემში“ და არც ის არის გამორიცხული უარი თქვას პარიზის ვარსკვლავურ ქაოსში გადაბარგებაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დამსახურებული ქულა: შოთას ჰალმა სტუმრად ქულა აიღო

დღის ფოტო: როგორ გამოიყურება სტადიონი ჩერნიგოვოში – რუსების ბომბებით დანგრეული არენა გაგარინის სახელობისაა