ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ატლანტაში ჩავიდა. გუნდმა დაისვენა, ძალები აღიდგინა და მერე ისევ ივარჯიშა.
ჯორჯიის შტატში ახლა ძალიან ცხელა. ფეხბურთელებს ცოტა დაღლა დაეტყოთ: კლიმატური პირობები, მატჩების რაოდენობა და გაუთავებელი მგზავრობები. გუნდი უკვე 13 დღეა აშშ-შია.
ამ ყველაფერმა შესაძლოა კვირას ლეო მესის „ინტერ მაიამისთან“ შეხვედრისას იმოქმედოს კიდეც.
თუმცა, როგორც ცნობილია, „მერსედეს-ბენცის“ სტადიონზე სახურავი დაიხურება, გაგრილების სისტემა ჩაირთვება და ტემპერატურა 18-20 გრადუსი იქნება.
ამასობაში უსმან დემბელე მწყობრში ჩადგა და სავარაუდოდ ძირითადში იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings