ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტია. ასეთია Goal-ის ვერსია.
სპორტულმა პორტალმა რეიტინგი შეადგინა იმ ტურნირის, რომელიც 14 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში ჩატარდება.
ტოპ 10 ასეთია:
- პსჟ
- რეალი
- ბაიერნი
- სიტი
- ჩელსი
- ბორუსია
- ატლეტიკო
- ინტერი
- ფლამენგო
- იუვენტუსი
საკლუბო მუნდიალზე სულ 32 გუნდი მონაწილეობს.
“პარი სენ ჟერმენი” ლოს-ანჯელესის გარეუბანში, კალიფორნიის უნივერსიტეტის სასტუმროში დაბინავდება, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ აირჩია.
პირველ მატჩს B ჯგუფში პსჟ 15 ივნისს ლოს-ანჯელესში “ატლეტიკოსთან” ჩაატარებს, მეორეს 20 ივნისს იქვე “ბოტაფოგოსთან”, მესამეს კი სიეტლში ადგილობრივ გუნდთან. თუ მერვედფინალში გავიდნენ, 28 ან 29 ივნისს ფილადელფიაში ან ატალანტაში ითამაშებენ. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში 5 ივლისს მოუწევთ ასპარეზობა, ისევ ფილადელფიაში ან ატალანტაში.
ნახევრფინალი და ფინალი ნიუ-იორკში ჩატარდება – 8 და 13 ივლისს.
GIPHY App Key not set. Please check settings