შაბათ საღამოს დიდი ფეხბურთია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისედაც ხომ მოვლენაა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად ველოდებით. მთავარი ტურნირის მთავარ მატჩში ქართველი ფეხბურთელიც იქნება და იმედია მთავარ როლშიც.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ფინალური მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა, სიაში 22 ფეხბურთელია.
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, მატვეი საფონოვი, არნო ტენასი
მცველები: აშრაფ ჰაკიმი, პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი, ლუკა ერნანდესი, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, უილიამ პაჩო
ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, ვიტინია, სენი მაიულუ, ვორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გონსალო რამოში, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ლი კანგ-ინ, ბრედლი ბარკოლა, იბრაჰიმ მბაიე
პსჟ-ს მწვრთნელსი ლუის ენრიკეს მთავარი საფიქრალი ისაა, ძირითადში ბარკოლა დააყენოს თუ დუე, ხოლო კვარაცხელიას ძირითადად მარცხნივ თუ მარჯვნივ.
პსჟ-სა და „ინტერის“ ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



GIPHY App Key not set. Please check settings