in

პსჟ მოურინიოს განიხილავს: ახალ დირექტორს ძველი ნაცნობობა აქვს

ჟოზე მოურინიომ შესაძლოა პსჟ ჩაიბაროს.

პარიზელები “რომას” მწვრთნელს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილივაენ. ამას The Telegraph ამტკიცებს.

პსჟ-მ პორტუგალიელი მწვრთნელის მიმართ ინტერესი განაახლა ახალი სპორტული დირექტორის ლუიშ კამპუშის მისვლის შემდეგ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ჟოზესთან “რეალში” და კარგი ურთიერთობაც შეინარჩუნა.

ამ სეზონში მოგეხსენებათ მოურინიომ “რომა” ევროთასის მოგებამდე (კონფერენს ლიგა) მიიყვანა, რაც რომაული კლუბისთვის პირველი ტროფეია 1961 წლის შემდეგ.

ამასთან, პსჟ აპირებს გაყიდოს იკარდი, პარედესი, ვეინალდუმი, ერერა, გუიე და კურზავა. მომავალ სპორტულ დირექტორ კამპუშს სურს, რომ შემადგენლობაში უფრო მეტი ფრანგი იყოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშამ თბილისი მოიგო: ტურაშვილმა ბრინჯაო აიღო

ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტია… რა თქმა უნდა, ბენზემა