ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ლიგა 1-ში მეორეადგილოსანს და პრინციპულ მეტოქეს, „მარსელს“ უმასპინძლა და მოუგო – 3:1.
ქართველი თავდამსხმელი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.
პირველი საგოლე შეტევა სწორედ ხვიჩამ განავითარა: თავისუფალი სივრცე მონახა და ფაბიან რუისს უპასა, რომლის გადაცემითაც დემბელემ ანგარიში გახსნა.
კიდევ ჰქონდა რამდენიმე მწვავე და ჭკვიანური პასი, მათ შორის ერთს გოლი უნდა მოჰყოლოდა.
შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.8.
პსჟ – მარსელი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (17), 2:0 მენდეში (42), 2:1 გუირი (51), 3:1 ლიროლა (76, საკ. კარში)
პსჟ 68 ქულით ლიდერია, „მარსელს“ უკვე 19 ქულით უსწრებს.
მომდევნო შეხვედრა კი 29 მარტს უწევს სტუმრად „სენტ-ეტიენთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings