თბილისის „დინამოს“ 16 წლის ფეხბურთელით, საბა ხარებაშვილით პსჟ დაინტერესდა. გაგახსენებთ, საბას მიმართ ინტერესს „ლივერპული“, „ბაიერნი“, „ნაპოლი“, „ბარსელონა“, „რეალი“გამოხატავენ.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფრანგული გვერდი PSGINSIDE-ACTUS ავრცელებს.
იგივეს წერს Daily Mercato, რომელიც აღნიშნავს, რომ ტრანსფერში შესაძლოა თავისი როლი ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში ყოფნის ფაქტორმაც ითამაშოს.
აღნიშნულია, რომ ხარებაშვილი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე მიიღო მონაწილეობა – 2024 წლის ივნისში, როდესაც 15 წლის, 10 თვის და 8 დღის იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings