in

პსჟ-თი და პსჟ-ს გარეშე: 2025 წლის სიმბოლურ გუნდში ან სულ პარიზელები არიან ან საერთოდ არ არიან

ფრანგულმა L’Equipe-მა 2025 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, თმცა ბევრი არ უწვალია, რადგან პარიზული კლუბის ფეხბურთელებს დაუმატა ერთი-ორი კაცი.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (სიტი/პსჟ);

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), უილიამ სალიბა (არსენალი), ვილიან პაჩო (პსჟ), ნუნო მენდესი (პსჟ);

ნახევარმცველები: ჟოაო ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), ლამინ იამალი (ბარსელონა), დეზირე დუაი (პსჟ);

თავდამსხმელები: უსმან დემბელე (პსჟ), კილიან მბაპე (რეალი).

მწვრთნელად რა გასაკვირია და ლუის ენრიკე აირჩია.

გასაკვირი უფრო ის არის, რომ ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მაც შეადგინა 2025 წლის ტოპ-5 ლიგის სიმბოლური ნაკრები და მასში პსჟ-ს არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა.
სიმბოლური გუნდი 3-2-4-1 სქემით, ფეხბურთელების ყველაზე მაღალი საშუალო შეფასებების მიხედვით შეარჩიეს.

მეკარე: ჟოან გარსია (ესპანიოლი/ბარსელონა)

მცველები: ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ვირგილ ვან დეიკი (ლივერპული), ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი)

ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი (ბაიერნი), პედრი (ბარსელონა), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), რაფინია (ბარსელონა), ლამინ იამალი (ბარსელონა)

თავდამსხმელი: კილიან მბაპე (რეალი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ვარჯიშზე დაშავდა და შესაძლოა არ ითამაშოს

ხვიჩა საფრანგეთის 2025 წლის ნაკრებშია