ცნობილი გახდა რამდენს ხარჯავს ფეხბურთელების ხელფასებზე პსჟ.
L’Équipe ამტკიცებს, რომ ფრანგული გრანდის სახელფასო უწყება 629 მლნ ევროა. ეს ლიგა 1-ის ყველა კლუბის ერთად აღებული ხარჯების (1.73 მილიარდი ევრო) 37%-ია.
629 მლნ ევრო – ყველაზე დიდი სახელფასო ბიუჯეტია მთელ ევროპაში.
გასულ სეზონში პარიზელები დაახლოებით 500 მილიონს ხარჯავდნენ ხელფასებზე, 2019/20 წლების სეზონში – 414 მლნ-ს, ხოლო 2018/19 წლებში – 370 მლნ-ს.
გასულ ზაფხულს პსჟ-ს რიგებს შეემატნენ ლეო მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჯანლუიჯი დონარუმა და ვეინალდუმი.
გაიზრდებოდა ხარჯი აბა რა იქნებოდა. პლუს მბაპე და ნეიმარი როცა გყავს…
GIPHY App Key not set. Please check settings