შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ 1 წლითა და 8 თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა ფიფას ყოფილი პრეზიდენტ ზეპ ბლატერისა და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის მიმართ.
ყოფილ ფუნქციონირებს თაღლითობაში, სახსრების უკანონო მითვისებაში, არაეფექტიან დანაშაულებრივ მართვაში, ასევე დოკუმენტების გაყალბებაში ედავებიან. 2011 წელს მათ 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადარიცხეს, რომელიც პროკურატურის აზრით უკანონო იყო.
პლატინი და ბლატერი კი აცხადებენ, რომ ამ გადარიცხვაზე ზეპირი შეთანხმება ჰქონდათ, რომელიც უეფას ყოფილი პრეზიდენტის საკონსულტაციო სამუშაოს ეხებოდა 1998-2002 წლების პერიოდში.
ქალაქ ბელინცონას სასამართლო გადაწყვეტილებას 8 ივლისს გამოიტანს. მაქსიმალური სასჯელი, რაც ექს-ჩინოვნიკებს ემუქრებათ – 5 წლით ვირის აბანოში გამწესებაა.
86 წლის ბლატერი ფიფას 1998 წელს ჩაუდგა სათავეში და 2015 წლამდე გაძლო.
66 წლის პლატინი 2015 წლის ბოლოს საფეხბურთო საქმიანობას 8 წლით ჩამოაცილეს, შემდეგ 6 წლამდე შეუმცირეს. CAS-ში აპელაციის შედეგად კი ვადა 4 წლამდე შემცირდა.
GIPHY App Key not set. Please check settings