ახალი 2022/23 წლების პრემიერლიგური სეზონი 5 აგვისტოს აიღებს სტარტს. ნაადრევი სტარტი ყატარის ნოემბერ-დეკემბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატით არის გამოწვეული.
რამდენიმე წუთის წინ პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა ახალი სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა და, ცხადია, 380 მატჩის ჩამოწერას არ ვაპირებთ. ამჯერად, პირველი ტურით შემოვიფარგლოთ.
როგორც გითხარით, სეზონი 5 აგვისტოს დაიწყება.
პირველი მატჩი „სელჰარსტ პარკზე“ ლონდონური დერბით გაიხსნება. „კრისტალ პალასი“ არსენალის წინააღმდეგ.
7 მატჩი გაიმართება შაბათს, 6 აგვისტოს.
თბილისის დროით 15:30 ზე დაიწყება პრემიერ ლიგაში დაბრუნებული „ფულჰემისა“ და ბობოქარი „ლივერპულის“ მატჩი.
18:00 სთ:
„ბორნმუთი“-„ასტონ ვილა“
„ლიდსი“-„ვულვზი“
„ლესტერი“-„ბრენტფორდი“
„ნიუკასლი“ – „ნოტინგემ ფორესტი“
„ტოტენჰემი“- „საუთჰემპტონი“
„ევერტონი“ – „ჩელსი“
კვირა:
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ბრაიტონი“
„ვესტ ჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“
მე-2 ტურში „ჩელსი“ მიიღებს „ტოტენჰემს“, მე-3 ტურში „მანჩესტერი“ უმასპინძლებს „ლივერპულს“. მე-6 ტურში „მანჩესტერს“ მოუწევს თამაში „არსენალთან“, მე-7-ში „სიტის“ დაუდგება „ტოტენჰემი“, მე-8 ტურში უწევს „ჩელსი“-„ლივერპული“, მე-9 ტურში ორი გამორჩეული დერბია – „არსენალი“-„ტოტენჰემი“ და „სიტი“-„მანჩესტერი“. შემდეგ მოდის „არსენალი“-„ლივერპული“.
„ლივერპულისა“ და „სიტის“ შეხვედრა მე-11 ტურშია.
კალენდრის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
GIPHY App Key not set. Please check settings