in

პრემიერ ლიგის ისტორია დაწერილია: ითან ნვანერი, 15 წლის და 180 დღის, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა!

გუშინ, პრემიერ ლიგის მორიგ ტურში, “ბრენტფორდ ქომიუნითი” სთეიდიუმზე ლონდონის “არსენალი” “ბრენტფორდს” დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.

მატჩი საჩემპიონო გუნდების დარი იყო. არაფერი განსაკუთრებული, კუთხური, რომელსაც სალიბამ თავი მოარტყა და დარტყმას არ ფიქრობდა, თუმცა რაიას კარში აღმოჩნდა. შემდეგ კი იყო ჯაკას დიდოსტატური გადაკიდება გაბი ჟეზუსზე და 0:2! განერებმა ტაიმი კომფორტულად მოიგეს.

მეორე ტაიმში კი კაპიტან ოდეგორის ნაცვლად მოთამაშე ვიეირამ შორიდან გაისროლა, რაიას დრო არ დარჩა და ძელიდან გაეხვა ბადეში – 0:3. წამიდან წამამდე ახლოვდებოდა ისტორიის დაწერის მომენტი.

ლოკონგა, ნკეტია და ტაკეჰირო ტომიაუსი სად არის ნვანერი? HERE WE GOOO…

90-ე წუთზე არტეტამ 15 წლისა და 180 დღის ფეხბურთელს უხმო, რომლისთვისაც ეს კვირეული დაუვიწყარი იქნება. ჯერ იყო და რამდენიმე დღის წინ 21 წლამდე გუნდში ჰქონდა დებიუტი ახლა კი პრემიერ ლიგაში მოირგო “არსენალის” მაისური.

აქამდე რეკორდსმენი ჰარვი ელიოტი გახლდათ, რომელმაც “ფულემის” მაისური 16 წლისამ და 30 დღისამ მოირგო. საინტერესოა, რომ 10-ეულში ერთადერთი განერი იყო ჯეკ უილშირის სახით და ისიც მე-10 საფეხურზე, შესაბამისად, ლონდონელთა კვოტა ისევ ერთია, მაგრამ ყველაზე მაღალი სინჯის!

ჰო, “არსენალმა” მე-6 მატჩი მოიგო და სანაკრებო პაუზაზე ლიდერის სტატუსით გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინისიუსმა იცეკვა და გაიმარჯვა კიდეც! რასისტებმა საკადრისი მიიღეს

ფარმა ბურთი არ მიიღო კი არა, სროლა უნდა ვისწავლოთ: კაპიტნის გარეშე დარჩენილი ნაკრების კრახი საშინაო ევრობასკეტზე