„სიტის“ სამი ფეხბურთელი მოხვდა ESPN-ის ვერსიით პრემიერლიგის სეზონის გუნდში.
ინგლისის ჩემპიონს სიმბოლურში წარმოადგენენ ჰოლანდი, რუბენ დიაში და როდრი. საინტერესოა, რომ ასევე სამი კაცითაა წარმოდგენილი ოთხეულში მოხვედრილი „ნიუკასლი“.
წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდნენ:
მეკარე: ნიკ პოუპი („ნიუკასლი“);
მცველები: კირან ტრიპიერი („ნიუკასლი“), რუბენ დიაში („სიტი“), სვენ ბოტმანი(„ნიუკასლი“), ლუკ შოუ („მანჩესტერი“);
ნახევარმცველები: ბუკაიო საკა („არსენალი“), როდრი („სიტი“), ალექსის მაკალისტერი („ბრაიტონი“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“);
თავდამსხმელები: ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“).
პრემიერლიგის სიმბოლური პირველი ოთხეულია
ესეც და ისიც: ჰოლანდი პრემიერლიგაში საუკეთესოა
ESPN-მა ასევე შეადგინა პრემიერლიგის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები.
აი ისინიც, რომლებმაც სეზონი ჩააგდეს:
მეკარე: ილან მელე („ლიდსი“);
მცველები: კლემან ლანგლე („ტოტენჰემი“), ლიანკო ვოინოვიჩი („საუთჰემპტონი“), ჰარი მაგუაირი („მანჩესტერი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“);
ნახევარმცველები: კელვინ ფილიპსი („სიტი“), ჯონჯო შელვი („ნოტინჰემი“), სტიუარტ არმსტრონგი („საუთჰემპტონი“), კაი ჰავერცი („ჩელსი“);
თავდამსხმელები: რიშარლისონი („ტოტენჰემი“), პიერ-ემერიკ ობამეიანგი („ჩელსი“).
GIPHY App Key not set. Please check settings