in ,

პრემიერლიგის წლის გუნდი: გულშემატკივრებმა არსენალი და კრისტალ პალასი გამოარჩიეს

პრემიერლიგამ გულშემატკივრების მიერ დასახელებული 2025 წლის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა.

საწყის სიაში 123 მოთამაშე იყო შეყვანილი, გულშემატკივრები კი საუკეთესოებს კალენდარული წლის განმავლობაში ირჩევდნენ.

საბოლოო გუნდში პრემიერლიგის შვიდი კლუბის ფეხბურთელები მოხვდნენ, მხოლოდ „არსენალი“ და „კრისტალ პალასი“ არიან წარმოდგენილი რამდენიმე მოთამაშით.

„სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო, სამეულში დეკლან რაისი და გაბრიელი (ორივე „არსენალი“) შევიდნენ.

„ლივერპულის“ ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ, დომინიკ სობოსლაიმ მე-16 ადგილი დაიკავა.

გულშემატკივრების პრემიერლიგის 2025 წლის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: დავიდ რაია („არსენალი“)

მცველები: დანიელ მუნიოსი, მარკ გეჰი (ორივე „კრისტალ პალასი“), რის ჯეიმსი („ჩელსი“), გაბრიელ მაგალიაეში, იურიენ ტიმბერი (ორივე „არსენალი“).

ნახევარმცველები: დეკლან რაისი („არსენალი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), მორგან როჯერსი („ასტონ ვილა“).

თავდამსხმელები: ანტუან სემენიო („ბორნმუთი“), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოთი ბენფიკა დაინტერესდა

ხვიჩა მეცხრეა: საფრანგეთის 100 საუკეთესო ფეხბურთელი