ESPN-მა შეადგინა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების სია.
„ჩელსის“ უკრაინელმა ფორვარდმა მიხაილო მუდრიკმა, რომელიც 2022/23 წლების სეზონისთვის შეიძინეს, 50 ტრანსფერის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
ტოპ 15 ასეთია:
- მიხაილო მუდრიკი – შახტარიდან ჩელსიში 70 მილიონ ევროდ.
- ენტონი – აიაქსიდან მანჩესტერ იუნაიტედში 95 მილიონ ევროდ.
- ნიკოლა პეპე – ლილიდან არსენალში 80 მილიონ ევროდ.
- ალი დია – საუთჰემპტონში თავისუფალი აგენტის სტატუსით.
- დენიელ დრინკუოტერი – ლესტერიდან ჩელსიში 37.9 მილიონ ევროდ.
- რიკარდო ალვარესი – ინტერიდან სანდერლენდში 10.5 მილიონ ევროდ.
- რომელუ ლუკაკუ – ინტერიდან ჩელსიში 113 მილიონ ევროდ.
- ჯეიდონ სანჩო – ბორუსია დორტმუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედში 85 მილიონ ევროდ.
- ტომას ბროლინი – პარმადან ლიდს იუნაიტედში 5.3 მილიონ ევროდ.
- კალვინ ფილიპსი – ლიდს იუნაიტედიდან მანჩესტერ სიტიში 49 მილიონ ევროდ.
- ალექსის სანჩესი – არსენალიდან მანჩესტერ იუნაიტედში 34 მილიონ ევროდ.
- ბოშკო ბალაბანი – დინამო ზაგრებიდან ასტონ ვილაში 7.8 მილიონ ევროდ.
- უესლი ფოფანა – ლესტერ სიტიდან ჩელსიში 80.4 მილიონ ევროდ.
- სტივ მარლეტი – ლიონიდან ფულჰემში 17.6 მილიონ ევროდ.
- პაბლო ოსვალდო – რომადან საუთჰემპტონში 15.1 მილიონ ევროდ.
ანდრეი შევჩენკოს ჩელსიში გადასვლა მე-17 ადგილზეა, ენდი კეროლის და მარიო ბალოტელის ლივერპულში ტრანსფერები მე-20 და 21-ე ადგილზე, მანჩესტერ იუნაიტედის რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერი 22-ე ადგილზე, ხოლო ჩელსის მიერ კეპა არისაბალაგას შეძენა 25-ე ადგილზე. ხუან სებასტიან ვერონი (მანჩესტერ იუნაიტედში) 30-ე ადგილზეა, ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტიში) – 31-ე, ალექსანდრ ისაკი (ლივერპულში) – 32-ე, ანხელ დი მარია (მანჩესტერ იუნაიტედში) – 36-ე, კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება) – 37-ე, სერგეი რებროვი (ტოტენჰემში) – 39-ე, ფერნანდო ტორესი (ჩელსიში) – 40-ე, მაიკლ ოუენი (მანჩესტერ იუნაიტედში) – 41-ე, ტიმო ვერნერი (ჩელსიში) – 43-ე, კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედში) – 49-ე.


GIPHY App Key not set. Please check settings