in

პრემიერლიგის კლუბები ნიუკასლის არაბების ყიდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ: გუნდი კი უკვე ვარსკვლავებს დაეძებს

პრემიერლიგის 19 კლუბი საუდელი ინვესტორების მიერ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ გამოდის და საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ.

The Guardian წერს, რომ ეს გარიგების ჩაშლის მცდელობა კი არ არის, არამედ პრეტენზიის გამოთქმის სურვილი. უფლებადამცველებს არ სჯერათ, რომ სახელმწიფოს არ აქვს კავშირი „ნიუკასლის“ ყიდვასთან, რადგან საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი (PIF) მემკვიდრე პრინცის მოჰამედ ბენ სალმანის კონტროლქვეშაა. თუმცა ამ არაბულ ქვეყანაში აცხადებენ, რომ ფონდი პირდაპირ კავშირში არ არის სახელმწიფოსთან.

მაიკლ ეშლიმ „ნიუკასლი“ საუდის არაბეთის ფონდს 360 მლნ ევროდ მიყიდა. ეშლი „ნიუკასლს“ 14 წელი ფლობდა.

ფულიან და მადააღძრულ „ნიუკასლს“ კი მალე ცნობილი ხალხი შეემატება. ერთ-ერთი პირველი შეიძლება ფილიპე კოუტინიო გახდეს „ბარსელონადან“. კატალონიელები არ არიან ბრაზილიელის 50 მლნ ევროდ გაშვების წინააღმდეგი.

გარდა ამისა, „ნიუკასლის“ პრიორიტეტი „ჩელსისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი წარმატებული მწვრთნელის ანტონიო კონტეს წაყვანაა.
52 წლის იტალიელი ბოლოს „ინტერს“ წვრთნიდა.

როგორც იწერება, დამდეგ ზამთარს “კაჭკაჭებმა” შესაძლოა 220 მლნ ევრო დახარჯონ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევის გარეშე. მათ უკვე შეუძლიათ ჰარი კეინის ან კილიან მბაპეს ყიდვა.

ამბობენ, რომ “ნიუკასლის” ახალი მფლობელები 20-ჯერ მდიდრები არიან “სიტის” მფლობელებზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

France Football-მა საუკეთესო მეკარისა და ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა

ლებრონის 100 მილიონი: კალათბურთელმა 5 მთავარ ლიგას ერთად აღებულს აჯობა