in

პრემიერლიგაში ხელფასების მხრივ დიდი კონტრასტია

ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიო ფეხბურთის დომინანტი ფინანსური ძალაა და ეს არახლია. მეტიც, „მილანმა“ სერია ა-ს ჩემპიონობით უფრო ნაკლები გამოიმუშავა, ვიდრე ბარნლიმ პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებით და ამით ყველაფერი ნათქვამია. საინტერესოა პრემიერ ლიგური გუნდების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები. ანუ ამ სტატისტიკაში ჩვენ ვნახავთ თითო გუნდის თითო წარმომადგენელს, რათა მკაფიოდ დავინახოთ რამხელა სხვაობაა ბობოლებსა და „მწირ ბიუჯეტიან“ გუნდებს შორის.

კრიშტიანო რონალდო პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, რომელიც კვირაში 510 000 გირვანქას გამოიმუშავებს.

მეორე საფეხურზე „მან სიტის“ 17 ნომერი, კევინ დებრუინია, რომელიც 400 000 გირვანქას გამოიმუშავებს.

„ლივერპულის“ ყველაზე ძვირფასი მოთამაშე მო სალაჰია, რომელმაც გუშინწინ გააფორმა ახალი კონტრაქტი და კვირაში 350 000 გირვანქას გამოიმუშავებს.

„არსენალში“ ლიდერი ტომას პარტეია კვირაში 200 000 გირვანქით.

„ჩელსიში“ ნგოლო კანტეა მოწინავე კვირაში 290 000 გირვანქით.

„ტოტენჰემის“ ცენტრ-ფორვარდი და ინგლისის ნაკრების ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი კი ტომასის მსგავსად 200.000 გირვანქას გამოიმუშავებს.

ტოპ-6 საინტერესოა, მაგრამ რა ხდება შემდეგ? გიგანტების შემდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი ჯეიმი ვარდის აქვს, რომელიც კვირაში 140 000 ფუნტს იღებს. ახლახანს მოძლიერებული „ნიუკასლი“ კრის ვუდსა და კირან ტრიპიერს 100 000-ს უხდის, მაგრამ უახლოეს მომავალში სია დაკორექტირდება.

ახლა კი ყველაზე ქვემოთ ჩავიხედოთ. „ბრენტფორდი“, რომელიც 74 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა პრემიერ ლიგაში და მშვენიერი სეზონიც ჩაატარა, ყველაზე მეტს მეკარე დავიდ რაიას უხდის, რომლის გასამრჯელოც 25 000 გირვანქაა კვირაში.

დასკვნა მარტივია, რაიას წლიური ხელფასი რონალდუს ორი კვირისას ჩამორჩება. კიდევ უფრო ყაირათიანია „ნოტინგემ ფორესტი“, რომელმაც ახლა ამოყვინთა პიელში 23 წლიანი პაუზის შემდეგ და ყველაზე მეტს ითან ჰორვატს უხდის, რომელიც 19 000 გირვანქას ღებულობს თან ისე, რომ პრაქტიკულად არ უწევს თამაში.

ჰო, „ბრენტფორდისა“ და „ნოტინგემის“ შემთხვევაში ეს მალე შეიცვლება, რადგან ჩემპიონშიფის კონტრაქტებს მალე გაუვათ ვადა და მფლობელებს ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ, რადგან აივან ტოუნი და ბრენან ჯონსონი გროშების სანაცვლოდ არ ითამაშებენ.

ამხელა კონტრასტია ფინანსური კუთხით მსოფლიოს რჩეულ ლიგაში, სადაც ზოგიერთი მოთამაშე აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშეებსაც ჩამორჩება, რადგან აბდელაჰ სუბირი, რომელიც „ყარაბახში“ გამოდის თვეში 70.000 ევროს ღებულობს. ჰორვატს რომ 19000 აქვს წარმოიდგინეთ დანარჩენებს როგორ უჭირთ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს დიდი კალათბურთია, თბილისში ესპანეთია

ყველაფერს გავამხელ: შაკირა პიკეს პირადი დეტალების გასაჯაროებით ემუქრება – დიდი ომი იწყება