in ,

პრემიერლიგაში კორონას ანტირეკორდია, “ბარსას” თვითმფრინავის ფული აღარ აქვს – ამბები მოკლედ

“ტოტენჰემი” ლიგის თასის ფინალში პირველად გავიდა ბოლო 6 წლის განმავლობაში და სულ კი მე-9-ედ. უფრო მეტი ფინალი მარტო “ლივერპულს” აქვს.

ჟოზე მოურინიო მესამე მწვრთნელია, რომელიც ინგლისის ლიგის თასზე სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად გავიდა.

მოურინიოს შეუძლია სარეკორდოდ, მე-5-ედ მოიგოს ლიგის თასი. მას ყველა, 4-ვე ფინალი მოგებული აქვს.

“ტოტენჰემმა” დააჯარიმა რეგილონი, ლო სელსო და ლამელა ანტიკოვიდური რეგლამენტის დარღვევისთვის.

“ლივერპულს” ალაბა უნდა, მაგრამ ფეხბურთელს “რეალში” ურჩევნია.

პრემიერლიგის კლუბებმა 40 დადებითი ტესტი ჩააბარეს ერთ კვირაში. ეს ანტირეკორდია მას შემდეგ, რაც ტესტირება დაიწყეს.

“მანჩესტერი” უფრო მეტ თანხას გამოყოფს ზამთრის ტრანსფერებზე, პრემიერლიგაში კარგი შედეგების გამო.

ტუხელი, ალეგრი, როჯერსი და ჰაზენხიუტლი – “ჩელსის” მწვრთნელობის კანდიდატები არიან (The Independent).

 

 

სოკრატისი “ჯენოას” და “ფენერბახჩეს” აინტერესებთ. ბერძენი მცველი “არსენალის” განაცხადიდან შემოდგომაზე ამოიღეს.

ჰაკან ჩალხანოღლუ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელია დეკემბერში. მას 6 (1+5) ქულა აქვს 5 მატჩში.

“რომას” სურს ელ შაარავის იჯარა “შანხაიდან”. ფეხბურთელი მზადაა ჯამაგირის შემცირებაზე.

“ალ ჰილალი” დიეგო კოშტას 17 მლნ ევროს ოდენობის კონტრაქტს თავაზობს.

“ატლეტიკომ” მიზანში “სოსიედადის” ფორვარდი ვილიან ჟოზე ამოიღო.

“ბარსელონა” “უესკასთან” გასვლით მატჩში ავტობუსით წავიდა და ამით 30 ათასი ევრო დაზოგა.

პსჟ-ს სერხიო რამოსი და მესი გადაყვანა სურს. სერხიომ ამის შესახებ “რეალის” პრეზიდენტს უთხრა (El Chiringuito TV).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი 2020 წლის სიმბოლურში ვერ მოხვდა: დომინირებენ მიუნხენელები

ადრე სპორტსმენი ვიყავი, ახლა თავი ქალად ვიგრძენი: შტეფი გრაფის ჩუმი და საქველმოქმედო ცხოვრება