in ,

პრემიერლიგას არსენალი მოიგებს

Opta-ს მონაცემებით, „არსენალმა“ პრემიერლიგის ფავორიტის პოზიცია გაიმყარა.

გუნდი ლიდერობს, სამი ქულით უსწრებს „სიტის“ და ოთხი ქულით „ლივერპულს“.

ოპტას სუპერკომპიუტერმა სეზონის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში 10 000 სიმულაცია ჩაატარა და „მეთოფეები“ გამარჯვებულები შემთხვევათა 51.74%-ში გამოვიდნენ.

„ლივერპულის“ გამარჯვების შანსი 21.61%-მდე დაეცა მას შემდეგ, რაც მერვე ტურში შინ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა.

„სიტის“ ჩემპიონატის მოგების ალბათობა 16.7%-ია, „ჩელსის“ – 4.05%-ის, „კრისტალ პალასის“ – 1.57%-ის, „ბორნმუთის“ – 1.07%-ის, „ასტონ ვილას“ – 0.92%-ის, „ნიუკასლის“ – 0.63%-ის, „ტოტენჰემის“ – 0.45%-ის, „მანჩესტერის“ – 0.15%-ის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 18 ქულა და მოგება, ბურჯანაძის 7 ქულა და წაგება

კიტე საუკეთესოც არის და სიმბოლურშიც