in

პრემიერლიგასთან ახლოსაც ვერ მივლენ: ინგლისმა ორჯერ მეტი დახარჯა დანარჩენ ევროპაზე

პრემიერლიგის კლუბებმა 8 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს მიმდინარე შემადგენლობების კომპლექტაციაზე. ეს კი ორჯერ მეტია ევროპის სხვა ტოპ ლიგებთან შედარებით.

საფეხბურთო ობსერვატორია CIES-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ ინგლისურმა კლუბებმა საგრძნობლად ბევრი გაიღეს, ვიდრე სერია ა-ს (3.38 მლრდ ევრო), ლა ლიგის (3.26 მლრდ ევრო), ლიგა 1-ის (2.68 მლრდ ევრო) და ბუნდესლიგის (2.33 მლრდ ევრო) გუნდებმა.

მანჩესტერული კლუბები ყველაზე ძვირიანები არიან ევროპაში: „სიტის“ შემადგენლობა 1.078 მლრდ ევრო ღირს და უსწრებს „მანჩესტერს“ (1.021 მლრდ ევრო), „ჩელსის“ (779 მლნ ევრო), „ლივერპულს“ (670 მლნ ევრო), „არსენალს“ (631 მლნ ევრო) და „ტოტენჰემს“ (549 მლნ ევრო).

პსჟ ყველაზე ძვირადღირებული არაინგლისური გუნდია ევროპაში. მისი შემადგენლობა 955 მლნ ევროდ ფასდება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე მეტი „არსენალმა“ დახარჯა – 182.6 მლნ ევრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანელების თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა შოტლანდიაში

დაიწყო: თალიბანმა ავღანეთში ქალებს სპორტი აუკრძალა