პრემიერლიგამ პეპ გვარდიოლა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა.
„სიტიმ“ ესპანელი სპეციალისტის თავკაცობით ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო.
გვარდიოლამ ეს ჯილდო მეოთხედ მოიგო. მან გაუსწრო ჟოზე მოურინიოს და არსენ ვენგერს და ჩამორჩება მხოლოდ ალექს ფერგიუსონს,. რომელსაც ეს პრიზი 11-ჯერ მისცეს.
„აღფრთოვანებული ვარ, ეს დიდი პატივია. გპირდებით, მომდევნო სეზონში ისევ ვიბრძოლებთ ტიტულისთვის“, – თქვა ჩემპიონი „ქალაქელების“ მწვრთნელმა.
GIPHY App Key not set. Please check settings