პრემიერლიგა 25-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ბურთების მიმწოდებელს ცვლის. ამერიკული Nike ინგლისის ბურთებზე 2000/01 წლების სეზონიდანაა გამოსახული, მაგრამ 2025 წლის შემდეგ თანამშრომლობაზე ლაპარაკი ჩიხში შევიდა.
პრემიერლიგას ახლის ძიებაში დიდი დრო არ დაუკარგავს და შეთანხმება Puma-სთან გააფორმა. 2025/26 წლების სეზონიდან ლიგის პარტნიორი და ბურთებით მომმარაგებელი სწორედ Puma იქნება.
Puma-ს უკვე აქვს ბურთების მიწოდების გამოცდილება სერია ა-ში, ლა ლიგასა და ინგლისის საფეხბურთო ლიგაში. თუმცა, ინგლისის სტადიონებზე ჯერ ისევ Nike-ის ბურთებს გააგორებენ, სანამ Puma-სთან გარიგება ამოქმედდება.
GIPHY App Key not set. Please check settings