„ნაპოლიში“ გაურკვევლობაა, მწვრთნელი მიდის, ახალი ჯერ არ იციან ვინ იქნება, ფეხბურთელებზე ტაციაობაა და ვინ დარჩება და რა გუნდი იქნება მომდევნო სეზონში, არავინ უწყის. მაგრამ „ნაპოლი“ ჩემპიონი გახდა და ამას დაფასებაც სჭირდება. გუნდს გულშემატკივრების მხრიდან არ აკლია პატივისცემა, ახლა კი კლუბის პრეზიდენტის ჯერიც დადგა – აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა მთელი გუნდი დააჯილდოვოს და პრემიის სახით 8 მილიონი ევრო გამოჰყო. ეს თანხა თანაბრად გადანაწილდება ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც წარმატებაში წვლილი შეიტანა.
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი 33 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings