გუშინ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილი გახდა. მოგეხსენებათ, 2023 წელს გასამართ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატს საქართველოც მასპინძლობს და წილისყრა ისეთი იყო, რომ მინიმუმ უკეთესი შეიძლებოდა.
რამაზ სვანაძის მეტოქეები: პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები იქნებიან.
ნიდერლანდები – რომელიც მოწყურებულია ტიტულს, რადგან ბოლოს ევროპის ჩემპიონები 2007 წელს გახდნენ და თან არცთუ ძლიერი თაობით. იმ ფორმაციის ნიდერლანდებიდან როისტონ დრენტესა და რაიან ბაბელის გამორჩევა შეიძლება.
რახდება ახლა? – ხავი სიმონსი, ჯერემი ფრიმპონგი, მიტჩელ ბეიკერი, კუინტენ ტიმბერი, ჯოშუა ზირკზი, მიკი ვან დე ვენი და სხვანი. ყველა ეს ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ბელგია – უტიტულოდ, მაგრამ ძალიან საინტერესო შემადგენლობით. აქ ჯერემი დოკუს გამორჩევა შეგვიძლია, რომელიც “რენში” თამაშობს და პრემიერ ლიგის გუნდები ნადირობას აანონსებენ.
ლარგი რამაზანი, იარი ვერშარენი, ელიოტ მატაზო და ა.შ.
პორტუგალია – პორტუგალიელებიც უტიტულო გუნდთა ნუსხაში შედიან, მაგრამ ისეთი თაობა მოსდით, რომ ურთულესი იქნება მათი შეჩერება.
ამ მომენტში, ფაბიუ სილვა გუნდის გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ ჟოაუ ფელიქსის თამაშიც შესაძლებელია. იქვეა ანდრე ალმეიდა გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი.
მოკლედ, განგებამ არ დაგვინდო, ახლა კი კვარას, ჩაკვეს და მამარდას ველით…
GIPHY App Key not set. Please check settings