in

პორტუგალიამ უპრობლემოდ მოიგო და გავიდა: ჩვენთან ლეაო არ ეყოლება

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფშიც დასრულდა მეორე ტური და გაირკვა, რომ პორტუგალიის ნაკრები პლეი-ოფში გავიდა. საქართველოს ნაკრების ბოლო ტურის მეტოქემ დიდი ოფლის ღვრის გარეშე აჯობა თურქეთს და ნაადრევად გაინაღდა გასვლა.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ საქართველოსთან პორტუგალიელებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი რაფაელ ლეაო დააკლდებათ. მან ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო ტურს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

თურქეთი – პორტუგალია 0:3
22 ივნისი. დორტმუნდი. “BVB არენა”. 61 047 მაყურებელი

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (21), 0:2 აქაიდინი (28-საკ. კარში), 0:3 ბრუნო ფერნანდეში (56. რონალდოს პასით)

თურქეთი: ბაინდირი, ჩელიკი, აქაიდინი (75. დემირალი), ბარდაქჩი, ქადიოღლუ, ჩალჰანოღლუ, აიჰანი (58. იუქშექი), აქგიუნი (70. გიულერი), ქოქჩუ (46. იაზიჩი), აქთიურქოღლუ (58. ილდიზი), ილმაზი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

პორტუგალია: დიოგო კოშტა, ჟოაო კანსელო (68. სემედუ), რუბენ დიაში, პეპე (83. ანტონიო სილვა), ნუნუ მენდეში, პალინია (46. რუბენ ნევეში), ვიტინია (88. ჟოაო ნევეში), ბრუნო ფერნანდეში, ლეაო (46. ნეტო), ბერნარდო სილვა, რონალდო
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გაფრთხილება: ბარდაქჩი (25), ლეაო (39), აქაიდინი (42), ჩელიკი (42), პალინია (45)
არბიტრი: ფ. ცვაიერი (გერმანია)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ბერნარდო სილვა

დიდ ტურნირებზე (მსოფლიო + ევროპის ჩემპიონატი) პორტუგალია და თურქეთი აქამდე შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ექვსჯერ გამარჯვება პორტუგალიელებმა იზეიმეს, თურქებმა კი მოგება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა და მერვე საგოლე პასი შეასრულა.

სამეტ აკაიდინმა საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანა: ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ავტოგოლია.

ეს არის პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელშიც გოლები ერთდროულად გაიტანეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა: ბრუნო ფერნანდეშმა და ბერნარდო სილვამ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გილოცავთ და მადლობა ქართველებს: ჩეხეთს უხარია, რომ ბოლოს ვერ გავუტანეთ

არა უშავს, შემდეგში უფრო ძლიერები ვიქნებით: წარმოუდგენელი მამარდაშვილის კომენტარი უეფას