საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს პორტუგალიასთან გამართავს. ჩვენმა მეტოქემ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. გუნდში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელია: მამარდაშვილის პარტნიორია ალმეიდა, „ჟილ ვისენტედან“ არაუხოს აბურჯანია იცნობს, ხოლო კვეკვესკირმა „ლეხიდან“ უნდა იცოდეს სოუზა რას წარმოადგენს.
ნიდერლანდებმა იაპონიასთან ითამაშეს და საბოლოო განაცხადი თქვეს
მოკლედ, მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ აი ეს ბიჭები შეარჩია.
მეკარეები: სელტონ ბიაი („ვიტორია“), ფრანსისკო მეიშედო („პორტო“) სამუელ სოარეში („ბენფიკა“).
მცველები: ალექსანდრე პენეტრა („ფამალიკაო“), ანდრე ამარო („ვიტორია“), ლეონარდო ლელო („კაზა პია“), ნუნო ტავარეში („მარსელი“), თომას ტავარეში („სპარტაკი“), თომას არაუხო („ჟილ ვისენტე“).
ნახევარმცველები: აფონსო სოუზა („ლეხი“), ანდრე ალმეიდა („ვალენსია“), ფაბიო ვიეირა („არსენალი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა“), ჟორჟე კარლუში („ვიტორია“), პაულო ბერნარდო („პაკოშ დე ფერეირა“), სამუელ კოშტა („ალმერია“), ტიაგო დანტასი (პაოკ), ვასკო სოუზა („პორტო“).
თავდამსხმელები: ფაბიო სილვა („ეინდჰოვენი“), ფრანსისკო კონსეისაო („აიაქსი“), ენრიკე არაუხო („უოტფორდი“), პედრო ნეტო („ვულვერჰემპტონი“), ვიტინია („მარსელი“).
პორტუგალიასთან გახსნითი მატჩი 21 ივნისს გვაქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings