in

პოლ გასკოინმა გარდაცვლილ მამას რამდენჯერმე დაარტყა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა გაიხსენა, თუ როგორ ცემა აწ უკვე გარდაცვლილი მამა. „ტოტენჰემის“ ლეგენდარულმა ექს-თავდამსხმელმა თავისი საქციელი შურისძიებით ახსნა – 2010 წელს მამამ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტა.

„როდესაც პალატაში მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით და ის გარდაიცვალა, საწოლზე ავხტი და მას დავარტყი. რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი ჩავეხუტე და 45 წუთი ასე ვიწექი. ხანდახან ფიქრობ, რომ „ის ჯერ კიდევ აქაა“.

მე ის ძალიან მენატრება ხოლმე. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი ყველგან ჩემთან ერთად დამყავდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ მხოლოდ პოზიტიური მოგონებებით ვიცხოვრო. კარგი მომენტები ხომ უფრო მეტი იყო ვიდრე ცუდი.

მე მამას 80 მანქანა, 18 ნავი და სახლები ვუყიდე. მეუღლეს დავშორდი და ოჯახს ბევრი ფული დავუტოვე. ბევრ ფულს ვხარჯავდი საცხოვრებელზე, ვყდულობდი და ვქირაობდი სხვადასხვა სახლებს“, – იხსნებს გასკოინი.

აღსანიშნავია, რომ პოლის მამა 2018 წელს გარდაიცვალა.

53 წლის გასკოინი ევროპის ჩემპიონატის (1996 წ) ბრინჯაოს პრიზიორია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯერ მესი და მერე სხვები: ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები

რომარიო საუკეთესო ბომბარდირია: რონალდო მესამეა, მესი მეხუთე