in

პლატინი და ბლატერი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო!

დიდი საქმე დასრულდა. 2015 წლიდან ბლატერისა და პლატინის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ორივეს 8-8 წლით ფეხბურთიდან მოკვეთა მიუსაჯეს. საქმე ეხებოდა 2011 წელს ფიფას ანგარიშებიდან პლატინის პირად ანგარიშზე გადარიცხულ 2 მილიონ ფრანკს, რომლის მიზნობრიობაც დაუდგენელი იყო.

“ანგელოზი არ ვარ, მაგრამ ამ საქმეში მართალი ვარ” – ეს ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, იზოეფ ბლატერს ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში ამტკიცებდა რომ თანხა პლატინის ჰონორარი იყო.

1998 წელს, როცა ბლატერი ფიფას პრეზიდენტად აირჩიეს, 3 ოქროს ბურთის მფლობელსა და ევროპის ჩემპიონ პლატინის სამსახური შესთავაზა. პლატინიმ კი წლიური 1 მილიონი ფრანკი მოითხოვა, თუმცა ამის რესურსი ფიფა არ ჰქონდა და წლიურ 300 000 გირვანქაზე შეთანხმდნენ. ოღონდ, როგორც ბლატერი ამბობს, ეს კონტრაქტი ჯენტლმენურად, ყოველგვარი ქაღალდების გარეშე გაფორმდა.

2007 წელს პლატინი უეფას პრეზიდენტად აირჩიეს და ფიფას ჩამოსცილდა. შეთანხმების მიხედვით, პლატინის თანხის დიდი ნაწილი შემდგომში უნდა მიეღო, რადგან იმ პერიოდში ფული არ სჭირდებოდა. 2011 წელს კი აღმოაჩინა, რომ ფიფამ გათავისუფლებულ თანამშრომლებს მსუყე რაოდენობის თანხები ჩაურიცხა და პლატინიმაც კუთვნილი მოითხოვა. 10 დღის შემდეგ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 1.8 მილიონი გირვანქა ანგარიშზე დაუსვეს. აი აქედან იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც დღეს დასრულდა.

“იყო ლეგენდა და უეცრად ეშმაკის მანტია მოირგო, წარმოუდგენლად მძიმეა. 7 წელია ვამტკიცებ სიმართლეს, მაგრამ არავინ მისმენს. 2020 წელს 8 წლიანი სასჯელის შემცირება ვითხოვე და უმალ უარით გამომისტუმრეს. მიხარია, რომ სიმართლე დავამტკიცე”- პლატინის ამ სიტყვებს “ბბს” აქვეყნებს.

მოკლედ, ფეხბურთში პერსონა ნონგრატებად შერაცხულმა დუეტმა ჩირქი მოიწმინდა. ისე, ბლატერს 2018 ში ყატარში გასამართი მუნდიალის თაობაზეც უხმეს სასამართლოში, რამე ხომ არ გაქვს აღებულიო, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს და შინ გამოუშვეს. გეხსომებათ, ფიფას ერთ-ერთ სხდომაზე ბლატერის ჟურნალისტმა დოლარები შეაყარა.

ახლანდელი სასამართლოს დასვკნა შემდეგია: “არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ორივე ეჭვმიტანილი იქნას უდანაშაულოდ შერაცხული! წერტილი და შეუძლიათ სადმე განიტვირთონ. მათი ამქვეყნიური ჯოჯოხეთი დასრულებულია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჩაკვეტაძე: “სლოვანში” გადასვლა, შესაძლოა, უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქვათ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძველი ჩაკვე დაგიბრუნოთ

საოცარი ატმოსფერო ბათუმში და ისტორიული გამარჯვება: ბორჯღალოსნებმა იტალია დაამარცხეს