პირს მორგანი, ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟურნალისტად იქცა. მისი და კრიშტიანუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დღე არ გავა, რომ პირს მორგანს რაიმე არ ჰკითხონ და მანაც შესაშური სიზუსტით არ გამოამზეუროს სიმპათია რონალდუსადმი და ანტიპათია მესისადმი.
მაგალითად, გუშინ, მან თვითერზე ფინალის შედეგი იწანასწარმეტყველა, ოღონდ მესისა და რონალდუს პრიზმიდან:
“არგენტინა ფინალში დამარცხდება! საფრანგეთი გაცილებით ძლიერი გუნდია და ამას 18 დეკემბერს დაამტკიცებს, ხოლო მესი იტირებს და კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ როანლდუს დონის მოთამაშე არ არის”.
GIPHY App Key not set. Please check settings