in

პირველი ქულა ევროპაზე… მაგრამ მოგებაც შეიძლებოდა – ფოტო

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული ქულა მოიპოვა – 1:1 ჩეხეთთან.

მადლობა ამ ქულისთვის, ამ ბრძოლისთვის, ამ თავდადებისთვის, მაგრამ… თურქეთთან მატჩის არ იყოს, აქაც გვაქვს „მაგრამ“ და აქაც გვაქვს გულდაწყვეტა: თამაშის სულ ბოლოს, ჩვენებმა მოახერხეს კონტრშეტევაზე გაქცევა და მეკარესთან პირისპირ გასულმა საბა ლობჟანიძემ კარს ზემოდან გადააცილა. შეიძლებოდა მოგება, შეიძლებოდა სამი ქულის აღება!

F ჯგუფი. II ტური

საქართველო – ჩეხეთი 1:1
22 ივნისი. ჰამბურგი. “ფოლკს პარკ შტადიონი”. 46 524 მაყურებელი
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (45+4-პენ), 1:1 შიკი (59)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (82. გველესიანი), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (62. ლოჩოშვილი), დავითაშვილი (62. ჩაკვეტაძე), კვარაცხელია (82. ლობჟანიძე), მიქაუტაძე (88. ქვილითაია)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ჩეხეთი: სტანეკი, ჰოლეში, ჰრანაჩი, კრეიჩი, ცუფალი, სუჩეკი, პროვოდი (81. ბარაკი), დ. იურაშეკი (81. შევჩიკი), ჩერნი (55. მ. იურაშეკი), ჰლოჟეკი (55. ლინგრი), შიკი (68. ხიტილი)
მწვრთნელი: ივან ჰაშეკი

გაფრთხილება: ცუფალი (18), კაშია (36), პროვოდი (40), დ. იურაშეკი (47), ჰოლეში (53), სუჩეკი (81), გველესიანი (82), მექვაბიშვილი (83), ქოჩორაშვილი (90+5)

არბიტრი: დ. ზიბერტი (გერმანია)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი მამარდაშვილი

სხვა მხრივ იყო ისეთი თამაში, როგორსაც ველოდით. ჩეხეთი უტევდა და ჩვენ კონტრშეტევაზე ვცდილობდით შანსის მიღებას. პირველ ტაიმის ერთ ნაწილში მეტოქე ძალიან მოგვაწვა (VAR-მა გოლიც გაუუქმა) და… საოცრება, სასწაული, ფანტასტიკური – სხვა სიტყვებით ძნელია მამარდაშვილის დახასიათება. გიორგიმ უამრავჯერ გადაგვარჩინა.

ტაიმის ბოლოს გაგვიმართლა: შეტევაში ჩრთულმა კაშიამ 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ VAR-მა გადამოწმება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა. პენალტი – მიქაუატააძემ შესანიშნავად დაარტყა და საქართველო ევროპის ჩემპიონატის მატჩში დაწინაურდა – 1:0.

გასაგებია მეორე ნახევარში რაც გველოდა: ჩეხების შეტევები და შანსის დალოდება კონტრშეტევაზე. გოლის გაშვებამდე იყო გაქცევის მცდელობა, არ გამოვიდა და მორიგი კუთხური კი ვეღარ მოვიგერიეთ და ძელთან ჩავარდნილ ბურთს პატრიკ შიკი დახვდა – 1:1.

ამას მოჰყვა ჩეხების გამუდმებული შეტევები, ხოლო ჩვენ დიდად არ გამოგვდიოდა წინ წასვლა. თუმცა ბოლოს ისეთი შანსი მოგვეცა… საბას რომ გაეტანა…

26-ში პორტუგალიას ვეთამაშებით!..

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო ევროპის ისტორიაში საუკეთესო შემტევია

მამარდა საუკეთესოა: თითქმის ათიანი დაუწერეს – როგორი შეფასებები მიიღეს ჩვენებმა