კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრების ოფიციალურ მატჩებში 100 მოგება აქვს.
პორტუგალიამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პოლონეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა. რონალდომ გოლი გაიტანა.
კრიშტიანო გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში 100 გამარჯვება მოიპოვა.
გარდა ამისა, მან გაიმეორა სერხიო რამოსის რეკორდი გამარჯვებების რაოდენობით, მათ შორის ამხანაგურ მატჩებში – 131.
–
რონალდომ კარიერაში 906-ე გოლი გაიტანა.
39 წლის ფეხბურთელმა კარის ხაზიდან ბურთი ცარიელ ბადეში მას შემდეგ გაგზავნა, რაც რაფაელ ლეაომ ძელს მოარტყა.
მიმდინარე სეზონში რონალდომ 12 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 11 გოლი გაიტანა.
–
რონალდომ ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა სიაში ლიდერობა გაიმყარა.
ეს კრიშტიანოს 133-ე გოლია ეროვნულ ნაკრებში. ამ მაჩვენებლით ის პირველ ადგილზეა, მას მოსდევს ლიონელ მესი – 109 გოლი არგენტინის ნაკრებში.
–
კრიშტიანომ უარი არ თქვა მოედანზე შევარდნილ ფანთან ფოტოს გადაღებაზე.
63-ე წუთზე შეცვლის დროს პორტუგალიელს მობილური ტელეფონით ახალგაზრდა მიადგა, რომელსაც სწორედ კუმირის მაისური ეცვა.
რონალდომ სთხოვა სტიუარდს, რომელიც გულშემატკივარს მიჰყვებოდა, სელფის გადაღების ნება დართო.
GIPHY App Key not set. Please check settings