in

პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც საჯაროდ თქვა რომ გეია

21 წლის ავსტრალიელი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. დიახ, ის არის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც თავის არატრადიციულ ორიენტაციაზე საჯაროდ ისაუბრა და აღიარა, რომ იგი ჰომოსექსუალია.

“ადელაიდა იუნაიტედის” 21 წლის მცველი ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში ვრცელ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“დღეს მე მზად ვარ ვისაუბრო რაღაც პირადულზე, რაზეც საბოლოოდ, ჩემს ცხოვრებაში პირველად, კომფორტულად ვისაუბრებ.

ამაყი ვარ, რომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე გეი ვარ. ეს იყო მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მისასვლელად, მაგრამ მე ვერ ვიქნებოდი ბედნიერი ჩემი გადაწყვეტილებით, თუ მას არ განვაცხადებდი. მე უკვე ექვს წელზე მეტია ვებრძვი ჩემს სექსუალურ ორიენტაციას მიხარია, რომ შემიძლია ამაზე საუბარი”, -წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეზონის ბოლოს კუმანი კლუბს დატოვებს: ბარსა კლოპს, ტუხელს და ხავის განიხილავს

Top 14-ის ქართული აქცენტი