და აი პირველი მატჩიც, რომელშიც გოლი არ გასულა და მოულოდნელი იყო ის, რომ მშრალი თამაში გრანდების დაპირისპირებაში გამოვიდა. ამას ისიც ემატება, რომ მარტო პირველ ტაიმში შეიძლება 4-5 გოლი გასულიყო. მოკლედ, ფრანგებისა და ნიდერლანდელების შეხვედრა არანაირად არ იმსახურებდა მსგავს შედეგს. 69-ე წუთზე კი სიმონსმა მენიანს გაუტანა, მაგრამ დუმფრისზე თამაშგარე დაფიქსირდა და ნიდერლანდელებს გოლი არ ჩაუთვალეს
არის კიდევ ერთი სიახლე: პოლონეთმა ძალიან კარგ ავსტრიასთან წააგო და გაირკვა, რომ პლეი-ოფში ვეღარ გავა.
აი უკრაინამ კი კარგი შანსი დაიტოვა, როდესაც მაინც მოახერხა სლოვაკეთის დამარცხება, რომელსაც მშვენიერი გუნდი ჰყოლია.
E ჯგუფი. II ტური
სლოვაკეთი – უკრაინა 1:2
21 ივნისი. დიუსელდორფი. “მერკურ შპილ არენა”. 43 910 მაყურებელი
გოლები: 1:0 შრანცი (17. ჰარასლინის პასით), 1:1 შაპარენკო (54. ზინჩენკოს პასით), 1:2 იარემჩუკი (80. შაპარენკოს პასით)
სლოვაკეთი: დუბრავკა, პეკარიკი, ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო (67. ობერტი), კუცკა, ლობოტკა, დუდა (60. ბენეში), შრანცი (86. ზაუერი), ბოჟენიკი (60. სტრელეცი), ჰარასლინი (67. სუსლოვი)
მწვრთნელი: ფრანჩესკო კალცონა
უკრაინა: ტრუბინი, ტიმჩიკი, ზაბარნი, მატვიენკო, ზინჩენკო, შაპარენკო (90+2. ტალოვიეროვი), ბრაჟკო (85. სიდორჩუკი), სუდაკოვი, იარმოლენკო (67. ზუბკოვი), მუდრიკი (85. მალინოვსკი), დოვბიკი (67. იარემჩუკი)
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
გაფრთხილება: იარემჩუკი (84)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: მიკოლა შაპარენკო
უკრაინის ნაკრებს აქამდე ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ 9 ისეთი ჰქონდა წაგებული, რომელშიც თავიდან მეტოქე გადიოდა წინ. სლოვაკეთთან “ქამბექი” უკრაინის ნაკრებისთვის არის პირველი – ევრო 2012-ის (გამარჯვება შვედეთთან, 2:1) შემდეგ.
უკრაინის ნაკრების “ქამბექი” სლოვაკეთთან მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 შეთხვევაა, რაც არასრული 2 ტურის შემდეგ უკვე თანაბარია ევროპის წინა ჩემპიონატის მთლიან ანალოგიურ მაჩვენებელთან.
უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ მე-13 შეხვედრაა გოლს უშვებს.
სლოვაკეთის ნაკრებმა უკრაინასთან პირველ ტაიმში 14-ჯერ დაარტყა კარში, რითაც გაიმეორა დიდ ტურნირებზე თავისივე წინა, სარეკორდო მიღწევა.
სლოვაკეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში 480 ზუსტი პასი გააკეთა, რაც მისი მეორე შედეგია ევრო 2020-ზე შვედეთან მატჩის (537 პასი) შემდეგ.
სლოვაკმა ფეხბურთელმა, ივან შრანცმა ევრო 2024-ზე მეორე გოლი გაიტანა. მან ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიის ნაკრების კარი აიღო.
ლუკაშ ჰარასლინი სლოვაკეთის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 7 საგოლე მოქმედებაში იყო ჩართული, მან 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
22 ივნისი
ბელგია – რუმინეთი 23:00 სთ
III ტური
26 ივნისი
სლოვაკეთი – რუმინეთი 23:00 სთ
უკრაინა – ბელგია 23:00 სთ
D ჯგუფი. II ტური
პოლონეთი – ავსტრია 1:3
21 ივნისი. ბერლინი. “ოლიმპიაშტადიონი”. 69 455 მაყურებელი
გოლები: 0:1 ტრაუნერი (9. მვენეს პასით), 1:1 პიონტეკი (30), 1:2 ბაუმგარტნერი (66. პრასის პასით), 1:3 არნაუტოვიჩი (78-პენ)
პოლონეთი: შჩესნი, ბედნარეკი, დავიდოვიჩი, კივიორი, ფრანკოვსკი, პიოტროვსკი (46. მოდერი), შლისი (76. გროსიცკი), ჟალევსკი, ჟელინსკი (87. ურბანსკი), პიონტეკი (60. შვიდერსკი), ბუკსა (60. ლევანდოვსკი)
მწვრთნელი: მიხალ პრობიერჟი
ავსტრია: პენტცი, პოში, ტრაუნერი (59. დანსო), ლინჰარტი, მვენე (63. პრასი), ზაივალდი, გრილიჩი (46. ვიმერი), ბაუმგარტნერი (81. შმიდი), ლაიმერი, ზაბიტცერი, არნაუტოვიჩი (81. გრეგორიჩი)
მწვრთნელი: რალფ რანგნიკი
გაფრთხილება: შლისი (53), ვიმერი (56), მოდერი (62), ლევანდოვსკი (64), არნაუტოვიჩი (70), შჩესნი (77)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: კრისტოფ ბაუმგარტნერი
ავსტრიის ნაკრებმა ზედიზედ მე-9 საერთაშორისო მატჩი ჩაატარა ისე, რომ მეორე ტაიმში გოლი არ გაუშვია. ავსტრიელებს უკეთესი მაჩვენებელი 1973 წლის ნოემბრიდან 1975 წლის ივნისის ჩათვლით ჰქონდათ – 10 მატჩი.
35 წლის და 63 დღის მარკო არნაუტოვიჩი ავსტრიის ნაკრების მეორე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია ივიცა ვასტიჩის (ევრო 2008, 38 წლის და 257 დღის) შემდეგ, რომელმაც დიდ ტურნირზე გოლის გატანა შეძლო.
კრისტოფ ბაუმგარტნერმა ავსტრიის ნაკრების მაისურით ევროპის ორ სხვადასხვა ჩემპიონატზე გაიტანა გოლი, რითაც ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში პირველი ფეხბურთელი გახდა.
გერნოტ ტრაუნერის მიერ პოლონელთა კარში მე-9 წუთზე გატანილი აღმოჩნდა ყველაზე სწრაფი ავსტრიის ნაკრებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატებზე გაიტანა, და ყველაზე სწრაფი დიდ ტურნირებზე 1954 წლის მუნდიალის შემდეგ.
ნიდერლანდები – საფრანგეთი 0:0
21 ივნისი. ლაიპციგი. “რედ ბულ არენა”. 38 531 მაყურებელი
ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრისი, დე ვრეი, ვან დეიკი, აკე, სხუტენი (73. ვეერმანი), სიმონსი (73. ვეინალდუმი), რეინდერსი, ფრიმპონგი (73. გეერტრუიდა), გაკპო, დეპაი (79. ვეგჰორსტი)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
საფრანგეთი: მენიანი, კუნდე, უპემეკანო, სალიბა, ტ. ერნანდესი, ჩუამენი, კანტე, რაბიო, დემბელე (75. კომანი), გრიზმანი, ტურამი (75. ჟირუ)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
გაფრთხილება: სხუტენი (31)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ნგოლო კანტე
ევრო 2024-ზე ეს შეხვედრა პირველი იყო, რომელშიც გოლები არ გასულა. ტურნირზე გამართულ წინა 19 მატჩში, მინიმუმ, ერთი გოლი გადიოდა.
ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ნიდერლანდების ნაკრებმა ბოლო 36 მატჩში ვერ აიღო მოწინააღმდეგის კარი. ორივე შემთხვევაში, ეს მოწინააღმდეგე საფრანგეთის ნაკრები იყო.
ევრო 92-ის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებმა ყველაზე მეტი – 12 ნულოვანი ფრე ითამაშა დიდი ტურნირებზე.
საფრანგეთის ნაკრებმა ვერ მოიგო ბოლო 6 მატჩიდან ვერცერთი, რომელშიც კილიან მბაპე არ იყო ძირითად შემადგენლობაში – 4 ფრე, 2 წაგება.
ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ბარტ ვერბრიუგენს, საფრანგეთთან მატჩში, პასების სიზუსტი პროცენტი 97.5 ჰქონდა (39/40), რაც მეკარისთვის (მატჩში სულ მცირე 40 პასით) საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის ჩემპიონატებზე 1980 წლის შემდეგ.
საფრანგეთთან მატჩში ნიდერლანდების ნაკრების ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი იყო 27 წელი და 39 დღე. ამ საუკუნეში ეს არის “ნარინჯისფრების” მეორე ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა 2008 წლის 17 ივნისის (ევროპის ჩემპიონატზე, რუმინეთთან მატჩში) შემდეგ.
ვირხილ ვან დაიკმა ნიდერლანდების ნაკრების რიგებში 70-ე მატჩი ჩაატარა. მასზე მეტი შეხვდერა გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობიდან მხოლოდ ბლინდს (107), ვაინალდუმს (94) და დეპაის (93) აქვთ გამართული.
საფრანგეთისა და ნიდერლანდების მატჩის ამ შედეგით გაირკვა, რომ პოლონეთი გახდა პირველი გუნდი, რომელიც ევრო 2024-ის პლეი ოფში ვერ გავა.
III ტური
25 ივნისი
ნიდერლანდები – ავსტრია 20:00 სთ
საფრანგეთი – პოლონეთი 20:00 სთ
GIPHY App Key not set. Please check settings