in

პირველი მოგება ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე .

პირველად საქართველოში ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი ტარდება. საერთაშორისო ღონისძიება 14 ივლისს დასრულდება.

ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღეს საქართველოს წარმომადგენელმა წყვილმა ლუკა ჯანელიძემ და ირაკლი სუბელიანმა მოლდოვას წყვილის დამარცხება ანგარიშით 2-1 შეძლეს (21:17; 15:21; 17:15). მონაწილე წყვილებმა, საკმაოდ დაძაბული სეტები ჩაატარეს, თუმცა ქართველმა ფრენბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს. ისინი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას განაგრძობენ.

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია ევროპის 33 ქვეყნიდან მასპინძლობს უცხოელ სპორტსმენებს. ჩემპიონატი კახეთის რეგიონში, “ამბასადორი კაჭრეთში” იმართება. ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე ფრენბურთელებში ტარდება და მონაწილეობას იღებენ, როგორც გოგონები, ისე ვაჟები. მონაწილე ქვეყნებს შორის არის საქართველოც, რომელიც გოგონებსა და ვაჟებში 3-3 წყვილით ასპარეზობს.

ჩემპიონატი საერთაშორისო სტუმრებმა დადებითად უკვე შეაფასეს. დღის განმავლობაში 4 კორტზე, პარალელურად მიმდინარეობს თამაშები – ჯამში 48.

ქვიშის ფრენბურთი არის ზაფხულის სპორტი, სადაც 8X8 ზომის ქვიშის მოედანზე 2 მოთამაშე თამაშობს. კლასიკური ფრენბურთისგან განსხვავებით სპორტის ეს მიმართულება მოთამაშეების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ქვიშის ფრენბურთი 1996 წლიდან ოლიმპიურ სახეობად გამოცხადდა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები არიან:

  1. ავსტრია
  2. აზერბაიჯანი
  3. ბელგია
  4. ხორვატია
  5. ჩეხეთი
  6. დანია
  7. ინგლისი
  8. ესტონეთი
  9. ფინეთი
  10. საფრანგეთი
  11. საბერძნეთი
  12. საქართველო
  13. გერმანია
  14. უნგრეთი
  15. ისრაელი
  16. იტალია
  17. ლატვია
  18. ლიტვა
  19. მოლდოვა
  20. პორტუგალია
  21. ნიდერლანდები
  22. ნორვეგია
  23. პოლონეთი
  24. სერბეთი
  25. სლოვაკეთი
  26. სლოვენია
  27. შვედეთი
  28. შვეიცარია
  29. თურქეთი
  30. რუმინეთი
  31. უკრაინა
  32. ფარერების კუნძული
  33. ანდორა
  34. სომხეთი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისის ყველაზე კარგი გოლები

საქართველომ იაპონიას მოუგო: მაგარია!