in

პირველი მედალი ვერცხლია: ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია

ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველი მედალი შესძინა. 24 წლის ქართველი ძიუდოისტი ფინალში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეხვდა.
სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ქართველ ძიუდოისტსა და იაპონელს შორის შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, ავასატე იპონით დასრულდა. გამოცდილმა იაპონელმა ტატო ორჯერ დაიჭირა კონტრშეტევაზე.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მეორე ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობა 1/16 ფინალიდან დაიწყო. ტატომ პირველ შეხვედრაში მოლდოველი მიხაილ ლატიშევი ჰანსოკუმაკეთი დაამარცხა, შემდეგ ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს აჯობა ვაზარით. 1/4 ფინალში კი, დამატებით დროში ვაზარით მოუგო ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს.

ნახევარფინალში ტატოს მეტოქე სამხრეთ კორეელი იონვან ლი იყო, რომელიც 8-წუთიან დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

24 წლის ასაკში ტატო სამ-სამგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია,რასაც ოლიმპიური ვერცხლიც შემატა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუდის არაბეთს მსოფლიო უნდა და ერთადერთი კანდიდატია

ბათუმმა ევროპა სოფლის კლუბთან დაასრულა