in

პირველი მადრიდული რეალისაა და ინგლისური წარმატება – ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
განსაკუთრებული ინტერესს მადრიდული დერბი იწვევდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული შეხვედრა ისე დასრულდა, რომ ყველაფერი განმეორებით მატჩში გაირკვევა.
სამაგიეროდ შეიძლება ითქვას, რომ ¼ ფინალში ვნახავთ ორ ინგლისურ გუნდს, რომლებმაც გასვლითი თამაშები მოიგეს, „არსენალმა“ კი საერთოდ არატრადიციული ანგარიში დადო.

განმეორებითი მატჩენი 13 მარტს გაიმართება.

რეალი – ატლეტიკო 2:1
გოლები: 1:0 როდრიგო (4), 1:1 ალვარესი (32), 2:1 ბრაიმ დიასი (55)

საკვალიფიკაციო ეტაპების გამოკლებით, “რეალმა” მთავარი ევროტურნირის ისტორიაში მე-300 გამარჯვება მოიპოვა (498 მატჩი, 85 ფრე, 113 მარცხი), რაც მინიმუმ 63-ით მეტია ნებისმიერი სხვა გუნდის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შედარებისთვის, მეორე ადგილზეა “ბაიერნი” 237 გამარჯვებით, ოღონდ, 398 მატჩში.

“რეალი” გახდა პირველი გუნდი მთავარი ევროტურნირის ისტორიაში, ვინც 500-მატჩიან ნიშნულს მიაღწია.

„რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 6 მატჩი მოიგო „ლივერპულთან 0:2-ის შემდეგ.

„რეალმა“ 9 მატჩში პირველად დაამარცხა „ატლეტიკო“ ძირითად დროში.

24 წლის როდრიგო ჩემპიონთა ლიგაზე 25 გოლის გამტან ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების საუკეთესო ხუთეულში შევიდა: მასზე უმცროსი იყვნენ ჰოლანდი, მბაპე, მესი და რაული.

კარლო ანჩელოტი: „რთული თამაში იყო, როგორც ყოველთვის. ატლეტიკო დროდადრო აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ ბევრი მომენტი არ შექმნილა. ველოდებით საპასუხო მატჩს, რთული იქნება“.

დიეგო სიმეონე: „ატლეტიკო არ დანებდა, პანიკა არ ყოფილა სწრაფი გოლის შემდეგ, ეს გუნდის მთავარი დამსახურებაა. როცა გოლები გავუშვით, უკეთ შეგვეძლო მოქმედება“.

ბრიუგე – ასტონ ვილა 1:3
გოლები: 0:1 ბეილი (3), 1:1 დე კეიპერი (12), 1:2 მეხელე (82, საკ. კარში), 1:3 ასენსიო (88, პენ)

დორტმუნდი – ლილი 1:1
გოლები: 1:0 ადეიმი (22), 1:1 ჰარალდსონი (68)

პსვ – არსენალი 1:7
გოლები: 0:1 ტიმბერი (18), 0:2 ნვამერი (21), 0:3 მერინო (31), 1:3 ლანგი (43, პენ), 1:4 ედეგორი (47), 1:5 ტროსარდი (48), 1:6 ედეგორი (73), 1:7 კალაფიორი (87)

“ეინდჰოვენმა”, ყველა ტურნირის ჩათვლით, მეოთხედ წააგო 6-ბურთიანი სხვაობით, ხოლო საკუთარ მოედანზე – პირველად.

“არსენალი” არის პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პლეი-ოფის სტადიაზე გასვლით მატჩში 7 (და მეტი) გოლი გაიტანა.

პირველად, 2014 წლის მარტ-აპრილის შემდეგ, პსვ “ეინდჰოვენმა” ზედიზედ 3 თამაში წააგო ყველა ტურნირზე.

“არსენალმა” ევროთასების გასვლით მატჩში პირველად გაიტანა 7 გოლი 1993 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა ბელგიის “სტანდარდი” 7:0 დაამარცხა თასების მფლობელთა თასზე.

„არსენალს“ ზედიზედ 5 მოგება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, მათგან 4 დიდი ანგარიშით.

მიკელ არტეტა: „საჯარიმოში თამაში მნიშვნელოვანია, დღევანდელი მატჩი ამის ნათელი მაგალითია. ასეთი მინდა ვნახო „არსენალი“ – ინიციატივის ამღები და წარმატების სურვილის მქონე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 7 ქულა და ტენერიფეს მე-3 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

კარგ ფორმაში ვარ და ასე უნდა გავაგრძელო